Android 8.0 მოწყობილობები “საოპერაციო სისტემის განახლებებს სტრიმინგით მიიღებენ” მაშინაც კი როცა მოწყობილობაზე თავისუფალი ადგილი არ არის. ნაცვლად იმისა, რომ სისტემამ გაგაფრთხლოთ “ადგილი არ არის” Pixel-ის მომხმარებლები მაინც შეძლებენ სისტემის განახლებას. მომხმარებლებს არ მოუწევთ სმარტფონიდან გარკვეული მონაცემების წაშლა იმისთვის, რომ უახლესი Android საოპერაციო სისტემა ქონდეთ.

Google-ის მიერ გამოცემულ ახალ დოკუმენტაციაში სადაც დეტალურად არის ახსნილი “Seamless Updates” ფუნქციონალი Android 7.0-ში მოწყობილობაზე ორი სისტემური პარტიციაა რაც სწრაფ განახლებებს უზრუნველყოფს. ეს ძალიან მარტივად ხორციელდება, რადგანაც სისტემა ჩევულებრივად აგრძელებს მუშაობას მაშინ, როცა ფონურ რეჟიმში მეორე პარტიციაზე ახალი სისტემა ყენდება. მას შემდეგ რაც მეორე პარტიციაზე ისნტალაცია დასრულდება სმარტფონის გადატვირთვის შემდეგ სისტემა სწორედ იქიდან ჩაიტვირთება.

Android 8.0-ში შიდა მეხსიერების მართვა და განახლებებლი “Streaming Update”-ზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი სივრცის არქონის შემთხვევაშიც კი განახლება “დაისტრიმება” ინტერნეტიდან პასიურ პარტიციაზე. სისტემას მხოლოდ 100 კილობაიტი დაჭირდება მეტაინფორმაციისთვის ნაცვლად 1 გიგაბაიტისა, რომელიც ჩვეულებრივი განახლების პროცესშია საჭირო.

თქვენ არ მოგიწევთ ფოტოების, ვიდეოების ან აპლიკაცეიბის წაშლა იმისთვის, რომ სისტემა განაახლოთ. ჯერ-ჯერობით მხოლოდ Google Pixel-სმარტფონები შეძლებენ ამ ფუნქციონალით სარგებლობას, რადგანაც სხვა მწარმოებლები თუნდაც Android 7.0-ზე არ იყენებნე “Seamless Updates” პრინციპს.

წინა სტატიაFacebook-მა YouTube-ის კონკურენტი სერვისი Watch გაუშვა
შემდეგი სტატიაჟურნალი “Consumer Reports” აღარ უწევს რეკომენდაციას Surface მოწყობილობებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი