Facebook-მა ახალი სერვისი Watch გაუშვა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სამოყვარულო ვიდეო რგოლებისა და პროფესიონალური შოუების ყურება. მაგალითისთვის NASA, Billboard და National Geographic-ის გადაცემები. Watch-ის პარტნიორები რეკლამიდან შემოსული თანხის 55%-ს მიიღებენ რაც 10%-ით მეტია YouTube-თან შედარებით.

გარდა ამისა მაყურებლები შეძლებენ მოძებნონ კლიპები კატეგორიების მიხედვით და გახდნენ კონკრეტული ორგანიზაციების, ცნობილი ადამიანების ან ჩველებრივი მომხმარებლების ხელმომწერები.

მარკ ცუკერბერგი ამბობს რომ “ვიდეოს ყურება არ უნდა იყოს პასიური. თქვენ შეძლებთ ადამიანებთან ურთიერთობას შოუს ყურებისას და შეძლებთ შეუერთდეთ ჯგუფებს, რომლებსაც მოსწონთ იგივე რგოლები რაც თქვენ”

ჯერ-ჯერობით სერვისი ხელმისაწვდომია მომხმარებლების ვიწრო წრისათვის და კონტენტის ზოგიერთი მწარმოებლისათვის ა.შ.შ-ში. მასშტაბური გაშვების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

წინა სტატიაროგორი ეკრანი ექნება LG V30-ს?
შემდეგი სტატიაAndroid 8.0-ში განახლებების დაყენებისთვის დამატებით თავისუფალი სივრცე საჭირო არ იქნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი