უკვე არა ერთი წელია სმარტფონების მწარმოებლები ფოტოგადაღების სფეროში ლიდერობისთვის იბრძვიან. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჭორები, რომ LG V30 პირველი იქნებოდა სმარტფონებში, რომელიც f/1.6 დიაფრაგმიან კამერას მიიღებდა და მსოფლიოში საუკეთესო სმარტფონის კამერის როლში მოგვევლინებოდა. კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა ეს ჭორი და ახალი კამერის შესაძლებლობების შესახებ უფრო მეტი დეტალები გაასაჯაროვა.
LG ამბობს, რომ f/1.6 დიაფრაგმის მქონე ლინზა ყველაზე დიდი იქნება სმარტფონებს შორის და 25%-ით მეტ შუქს გაატარებს სენსორამდე ვიდრე ეს f/1.8 დიაფრაგმის მქონე კამერაბს შეუზლიათ. კამერის შუშა სპეციალური Crystal Clear ტექნოლოგიით არის შექმნილი და ფერებს დამახინჯების გარეშე გადასცემს მატრიცას პლასტმასის ლინზებისგან განსხვავებით.
“კომპანია LG გამოირჩევა მდიდარი გამოცდილებით სმარტფონების კამერების წარმოებაში. ჩვენ სპეციალურად მოვახდინეთ შუშის ლინზის ადაპტირება V30-ისთვის. ასეთი ლინზები სარკულ ციფრულ ფოტოკამერებში გამოიყენება” – ამბობს ჯუნო ჩო, რომელიც LG Electronics Mobile Communications-ის პრეზიდენტია.
მწარმოებელი გვპირდება, რომ LG V30 აჯობებს მის წინა მოდელებს და სხვა სმარტფონებსაც კამერის ხარისხით. ამის გარდა გაჯეტში გაუმჯობესდება ფართოკუთხიანი ლინზის გამოყენება და ფოტოებს არ ექნება მომრგვაელბული კუთხეები ხოლო მოდულის ზომა 30%-ით შემცირდება V20-ის კამერასთან შედარებით. საიხლეს კამერის აპლიკაციის ახალი ინტერფეისი, ლაზერული ავტოფოკუსი, ელექტრონული და ოპტიკური სტაბილიზაცია ექნება.
მოწყობილობის გამოსვლის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, თუმცა პრეზენტაცია დიდი ალბათობით 31 აგვისტოს ჩატარდება.