Apple-ს არასოდეს გამოუქვეყნებია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი ჭკვიანი საათი გაყიდა, თუმცა ანალიტიკოსებს აქვთ წყაროები, რომლებზე დაყრდნობითაც საკმაო სისზუსტით შეუძლიათ დაადგინონ გაყიდული მოწყობილობების რაოდენობა და შესაბამისად კომპანიის მიერ დაკავებული ბაზრის წილიც. ბოლო მაჩვენებლებით თუ კომპანია Canaly-ს დავუჯერებთ Apple ჯერ-ჯერობით Xiaomi-სა და Fitbit-ის უკან მოჩანჩალებს.
ექსპერტების მონაცემებით წინა კვარტალში Apple-მა 2,7 მილიონი ჭკვიანი საათი გაყიდა. Xiaomi-სა და Fitbit-ის გაყიდვები ამასობაში 3,5 და 3,3 მილიონი შეადგინა შესაბამისად. აღსანიშნავია ისიც, რომ Fitbit-ის გაყიდვები 35%-ით დაეცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
Apple-სთვის ჯერ-ჯერობით ძნელია გაასწროს Xiaomi-ს ჭკვიანი საათების ბაზარზე, მაგრამ კუპერტინოელი კომპანიის მოწყობილობის ფასი საგრძნობლად დიდია Xiaomi-ს მოწყობილობებთან შედარებით, რისი წყალობითაც ჩინურ გიგანტს ბიუჯეტური ბაზარი აქვს დაპყრობილი, მაშინ როცა Apple Watch არ არის გათვლილი “ღარიბებისთვის”.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ თუ Apple გამოუშვებს ჭკვიან საათებს LTE-ს მხარდაჭერით ბაზარზე ბუმი დაიწყება და კორპორაცია პირველ ადგილს დაიკავებს, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე ნაბიჯმა ვერ უშველა Samsung-სა და სხვა მწარმოებლებს, რადგანაც მომხომარებლები არ ყიდულობდნენ SIM ბარათიან საათებს, იმიტომ რომ ამის გამო ისინი ძალიან დიდები იყო.