Android სმარტფონების თითქმის ყველა მწარმოებელმა შექმნა საფირმო გარსი სისტემისთვის და ეს ერთგვარი ტრადიცია გახდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრ მოხმარებლს უფრო იზიდავს “სუფთა” საოპერაციო სისტემა, რის გამოც იყენებენ სხვა და სხვა ლანჩერებსა და საოპერაციო სისტემის მოდიფიკაციებსაც კი. კომპანია Lenovo-მ გადაწყვიტა რეკომენდაციები გაითვალისწინოს და განაცხადა, რომ Vibe Pure UI-დან სთოქ Android-ზე გადავა. მწარმოებელმა ასევე ახსნა მიღებული გადაწყეტილების მიზეზები.

“ბოლო 11 თვის განმავლობაში ჩვენ გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ ახლოს ვიყავით მიდველებთან და გვესმოდა მათი მოთხოვნები. მათში გარკვეული კანონზომიერება იყო, ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ ამოვიღოთ Vibe Pure UI საოპერაციო სისტემიდა. ახლა უკვე მომხმარებლები მიიღებენ სუფთა Android-ს. Vibe UI მომავალში არ განვითარდება და ჩვენ უარს ვიტყვით მასზე ყველა ახალ სმარტფონში. ეს დიდი ნაბიჯია ბიზნესის პერსპექტივის თვალსაზრისით” – თქვა ანუი შარმამ, რომელიც პროდუქტების მენეჯმენტის კუთხით ხელმძღვანელობს კომპანიას.

საინტერესოა, რომ მომხმარებლებმა სხვა და სხვა რეგიონებიდან სხვა და სხვა ნაირად მაოხდინეს ამ სიახლეზე რეაგირება. Lenovo-ს ჩინელმა მომხმარებლებმა სადაც სუფთა Android არ სარგებლობს პოპულარობით ამაზე ნეგატიური მოსაზრებები გამოთქვეს, განსხვავებით ინდოეთისა სადაც Vibe UI-ზე უარის თქმამ პოზიტიური შეფასებები მიიღო.

“პროცესო დიდი ხანი გაგრძელდა, ამიტომაც Lenovo-ს ჭირდებოდა ყველა ბაზარისთვის მისაღები გადაწყვეტილება მიეღო. მაგალითად ჩინელი მომხმარებლები გარეშე მწარმოებლების გარსებს ანიჭებენ უპირატესობას, როცა ინდოეთში სუფთა Android-ის მომხრეები ჭარბობს” – დაამატა კომპანიის წამომადგენელმა.

პირველი სმარტფონი, რომელიც საფირმო გარსის გარეშე გამოვა K8 Note იქნება Android 7.1.1 Nougat-ის ბაზაზე. სუფთა ანდროიდის ცნების ქვეშ მწარმოებელი სრულიად სტანდარტულ სამომხმარებლო ინტერფეისს გულისხმობს, რომელშიც ინტეგრირებულია Dolby Atmos და ThaterMax ტექნოლოგიები. მოკლედ Lenovo-ს სმარტფონის საოპერაციო სისტემა არაფრით არ იქნება ვიზუალურად განსხვავებული Moto-საგან.

წინა სტატიაOnePlus 3 და 3Т განახლებებს აღარ მიიღებს
შემდეგი სტატიაIntel-მა შეწყვიტა Atom პროცესორების წარმოება, რომლებიც HoloLens-ში გამოიყენება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი