HMD Global-მა როგორც იქნა წარმოადგინა მისი პირველი ფლაგმანური სმარტფონიNokia 8. მას მეტალის კორპუსი, Carl Zeiss ორმაგი კამერა, Snapdragon 835 და სხვა ფლაგმანური მახასიათებლები აქვს.
Nokia 8 ვიზუალუარდ ახალი Nokia-ს დიზაინის ენით არის შესრულებული, რაც მომრგვალებულ მეტალის კორპუსი, წინა პანელზე მოთავსებული ანაბეჭდების სკანერი და საენსორული ღილაკებია. როგორც ვხედავთ კომპანია ჯერ არ ჩქარობს “ჩარჩოების გარეშე” შეჯიბრში ჩაბმას.
Nokia-მ ასევე უარი არ თქვა 3.5 მმ. აუდიო პორტზე ყურასამენებისთვის, თუმცა დამუხტვისა და სხვა მოწყობილობებთან სინქრონიზაციისთვის USB Type-C კონექტორი გამოიყენა.
სმარტფონისთვის კამერის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა გერმანულმა ოპტიკის მწარმოებელმა Carl Zeiss-მა. კომპანია 15 წლის განმავლობაში თანაშრომლობდა Nokia-თან და მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში შეწყდა კონტრაქტი, თუმცა ახლა ისინი ისევ ერთად არიან.
Nokia 8-მ მიიღო 13 მეგაპიქსელიანი ორმაგი მოდული. ერთი სენსორი ფერადია ხოლო მეორე მონოქრომული. მეორე მოდულის წყალობით სმარტფონს შეუძლია პროგრამულად გაბლაროს პორტრეტული ფოტოების ფონი და გადაიღოს შავ-თეთრ რეჟიმიში.
სმარტფონი ხმის ჩაწერის 460 გრადუსიან ტექნოლოგიას OZO Audio-ს იყენებს, რომელიც 3 მიკროფონიდან მიღებულ ხმას აერთიანებს. სისტემა ავტომატურად ადგენს ხმის ყველა წყაროს და მოწყობილობის მდებარეობას ოთახში, ასევე შეუძლია ხმის მიმართული ჩაწერაც.
Nokia-ს სმარტფონები სუფთა Android 7.1.1 ვერსიით გამოდის, რომელიც მას ფაქტიურად Google Pixel-ის უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივად აქცევს.
ტექნიკური მახასიათებლები:
- ეკრანი: 5,25-დიუმიანი Quad HD – 1440×2560, 559 ppi;
- ჩიპი: რვაბირთვიანი Qualcomm Snapdragon 835 (4 ბირთვი 2,45 გჰც. და 4 ბირთვი 1,9 გჰც. ) + GPU Adreno 540;
- მეხსიერება: 4 RAM, 64 / 128 გბ საცავი;
- მთავარი კამერა: ორმაგი, 13 მეგაპიქსელიანი Carl Zeiss-ის ოპტიკით;
- წინა კამერა: 13 მაგაპიქსელიანი;
- სისტემა: Android 7.1.1.
სმარტფონის ღირებულება 680 დოლარი იქნება და წინასწარი შეკვეთები უკვე შესაძლებელია ოფიციალური რესელერების საშუალებით.