გასული წლის Xiaomi Mi Mix ნამდვილი სენსაცია აღმოჩნდა. კომპანია Xiaomi ერთ-ერთი პირველია, რომელმაც შექმნა პრაქტიკული, უკორპუსო სმარტფონი მასიური ბაზრისათვის. ამ წლის დასაწყისში გავრცელდა პირველი ჭორები, რომ Mi Mix-ის მეორე თაობის მოდელი კიდევ უფრო თხელი კორფუსით იქნება წარმოდგენილი. სრულიად მოულოდნელად ფილიპ სტარკმა (Mi Mix-ის შემქმნელმა) გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც წარმოდგენილია სმარტფონის მეორე თაობის მოდელის კონცეპტი.

ვიდეოს მიხედვით, კორპუსი ნამდვილად კიდევ უფრო თხელი იქნება. მოწყობილობა ძალიან ჰგავს Samsung Galaxy S8-ს, თუმცა კიდევ უფრო ფუტურისტულად გამოიყურება. როგორც ორიგინალ Mi Mix-ის, ახალი მოდელის კამერაც განთავსებული იქნება კორპუსის ქვედა ნაწილზე. იქმნება შთაბეჭდილება რომ მის გარეშე დივაისი საერთოდ უკორპუსოა. აღსანიშნავია, რომ Mi Mix 2-ის დიზაინი შესაძლოა განსხვავებული იყოს ვიდეოში წარმოდგენილისაგან.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here