Samsung-მა Galaxy Note 8 წარმოადგინა, ის 6.3 დიუმიანი ფლაგმანია სტილუსითა და პირველად კომპანიის ისტორიაში ორმაგი კამერით. დასავლეთის მედიამ უვე შეისწავლა ფაბლეტი და გარკვეული დასკვნებიც კი გააკეთა, მოდით გადავხედოთ თუ რას ამბობენ ისინი მის შესახებ.

CNET

გამოცემა CNET-ის რედაქტორმა ჯესიკა დოლკროტმა განხილვა სკეპტიკურად დაიწყო. მან პირველივე რაც აღნიშნა აკუმლატორის მოცულობის შემცირებაა, რაც მისი ვარაუდით აალებისგან თავის დაზღვევის მიზნით გაკეთდა. ჟურნალისტმა ასევე ხაზი გაუსვა თითის ანაბეჭდების სკანერის მდებარეობას, რაც არც ისე კომფორტულ ადგიალსაა განთავსებული.

“Samsung-მა გაიმეორა საშინელი დიზაინერული გადაწყვეტილება და ამის ახსნა შეუძლებელია. Note 8 დიდი სმარტფონია და თქვენ ანაბეჭდების კანერამდე მიღწევა გაგიჭირდებათ”

ორმაგი კამერის შესახებ ჟურნალისტმა ასევე მოკრძალებულად ისაუბრა განსხვავებით მისი კოლეგებისგან TheVerge-დან:

“ორმაგი კამერა ყველაზე მთავარია და ნამდვილად დიდი სიახლეა Note 8-ში, მაგრამ ორმაგი კამერები ფლაგმანებში უკვე დიდი ხანია ნორმა გახდა. მოკლედ Samsung-ის მიდგომა ბევრს გვპირდება – პორტრეტული რეჟიმი მას უკეთესი აქვს ვიდრე Apple-ს”

Engadget

Engadget-ის რედაქტორის კრის ველასკომ ყველაზე დიდი ყურადღება სტილუსზე გაახმახვილა:

“სტილუსთან მუშაობისას ჯერ კიდევ არ არის იმის შეგრძნება, რომ ქაღალდზე ხატავ, მაგრამ ის მაინც შთმბეჭდავია. ჩვენ განსაკუთრებით ანიმირებული GIF-ები მოგვეწონა და დიდი ხნის განმავლობაში ვატესტირებდით. ფაილები შეიძლება . საკმაოდ დიდი გამოვიდეს 10 – 20 მეგაბაიტამდე”

ჟურნალისტს სმარტფონის კამერაც მოეწონა:

“ფერები და სიმკვეთრე სატესტო ფოტოგრაფიებში შესანიშნავია, ორმაგი ოპტიკური ზუმი ძალიან კარგად მუშაობს. ეს სტაბილიზაციის დამსახურებაა ორივე კამერაში და ამას ფართოკუთხიანი ობიექტივიც ემატაება, რომელიც მეტ სიანთლეს აგროვებს”

თუ მატერიალს შევაჯამებთ ის დადებითია – ეტყობა ძნელია არ მოიხიბლო ძვირადღირებული და ტექნოლოგიის ნიმუშით, რომელსაც Galaxy Note 8 წარმოადგენს.

“Note 8 – ეს არ არის სმარტფონი ყველასთვის. ის დიდია და ბევრს სტილუსი არც კი ჭირდება. მიუხედავად ამისა პროდუქტი ძალიან კარგი გამოვიდა და ყველას ვისაც Note 7-მა გაუცრუა იმედი ნამდვილად შეაფასებ ამ განახლებებს. მართალია სიურპრიზები არ იყო, მაგრამ ახალი ფლაგმანი ამითი ნაკლებად შთამბეჭდავი არ ხდება”

TechCrunch

ბრაიან ჰოტერი TechCrunch-დან აღნიშნავს, რომ Galaxy Note 8 ავტოამდტურად იანახავს ორ ფოტოგრაფიას, რომელიც ცაკლეული ობიექტივებიდანაა გაკეთბული. ანუ ერთდროულად მომხამრებელი იღებს მსხვილ და საერთო ხედს. ეს საშუალებას იძლევა გაბლარული ფონის ეფექტი შეიქმნას გადაღების შემდეგაც, თუმცა ორი კადრი უფრო მეტ ადგილს იკავებს შიდა მეხსიერებაში ვიდრე ერთი.

ბრაიანი ასევე დაინტერესდა Note 8-ის აკუმლატორის უსაფრთხოებით

“მე კითხე Samsung-ს თუ როგორ იმოქმედა გასული წილის შეცდომამ წლევანდელი ფლაგმანის დიზაინზე. პასუხში საუბარი იყო უსაფრთხოების შემოწმების მკაცრ პირობებზე, დამატებით დამოუკიდებელ ტესტებზე და უსასრულო რაოდენობის უსაფრთხოების სერტიფიკატებზე”

ჟურანლისტი ამბობს, რომ “Note 8-ში კომპანია აშკარად იკავებს თავს სიახლეებისგან. სმარტფონი არ არის გადატვირთული ახალი ფუნქციებით განსხვავებით მისი წინამორბედისგან, განახლებების უმრავლესობა ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს S8/S8+-ში”

TheVerge

გამოცემის რედაქტორმა კრის უელჩს ძალიან მოეწონა Note 8-ის კამერა, რომელიც 12 მეგაპიქსელიანი ორი სენსორითაა აღჭურვილი. ფართოკუთხიან ლინზას f/1.7 შუქის ძალა აქვს, ხოლო ტელეობიექტივს ეს მონაცემი f/2.4 აქვს. შეიძლება ეფექტურად გავდღაბნოთ ფონი და მოვაახლოვოთ გადაღების ობიექტი ხარისხის დაკარგვის გარეშე.

“Samsung-მა პირველად ინდუსტრიაში კამერის ორივე სენსორი ოპტიკური სტაბილიზაციით აღჭურვა. ეს საშუალებას იძლევა ხშირად გამოვიყენოთ ზუმი არასაკმარისი განათების პირობებში” – ამბობს კრის უელჩი

მოსალოდნელი იყო, რომ Note 8 – 6.4 დიუმიანი ეკრანით გამოვიდოდა, მაგრამ რეალობაში ის 6.3 დიმია. გარჩევადობა იგივეა რაც 6,2 დიუმიან Galaxy S8+ (2960×1440).

“ძალიან ძნელია შეიგრძნო განსხვავება ამ ორ ეკრანს შორის, ტელეფონები ერთამნეთის გვერდიგვერდაც რო დადო მაშინაც კი” – თვლის კრის უელჩი.

TheVerge-ის რედაქტორს ძალიან მოეწონა სმარტფონი, თუმცა უკმაყოფილოა ფასით”

“არ ვიცი ყავს თუ არა Note-ს და მის შესანიშნავ სტილუსს ბევრი ფანი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მეორე მსგავსი სმარტფონი არ არსებობს. თუმცა Galaxy S8+ 700 დოლარზე იაფია, მაშინ როცა Note 8-ის ფასი ზედმეტად პრემიალურია”

პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერი

წინა სტატიაMicrosoft-მა Windows 10 Pro-დან ReFS-ის მხარდაჭერა ამოიღო
შემდეგი სტატიაAndroid 8.0-ში ბევრი ცვლილების შეტანა root-გარეშეც იქნება შესაძლებელი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი