2014 წელს ნიუ-იორკის პოლიციამ თამანშრომლები Windows Phone-ებით აღჭურვა და 2016 წლისათვის შეძენილი მოწყობილობების რაოდენობა 36 000 შეადგინა, რომელთა შორის იყო Lumia 640 XL და Lumia 830. აღნიშნული პროგრამის რეალიზაციისთვის დაახლოებით 160 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

ნიუ-იორკის პოლიცია სპეციალურად შემუშავებულ აპლიკაციებს იყენებდა, რომლითაც პოლიციელები სწრაფად იღებდნენ წვდომას ყველა სამსახურეობრივ მონაცემთა ბაზასთან.

დღეს უკვე ქალაქის პოლიციის დეპარტამენტა გადაწყვიტა უარი თქვას Windows Phone-ის გამოყენებაზე Apple-ის მოწყობილობების სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიტომ, რომ Microsoft-მა შეწყვიტა Windows Phone 8.1 საოპერაციო სისტემის მხარდაჭერა, რომლის მართვის ქვეშაც მუშაობდნენ ზემოთ აღნიშნული ტელეფონები.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here