Android Oreo-ში აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი ფარული ცვლილებები, რომელებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესბს სისტემის დაცულობას ვირუსებისაგან. Google-მა განაახლა კრიპროგრაფული პროტოკოლი, აპლიკაციების ინსტალაციის პროცესი გარეშე წყაროებიდან, შექმნა სენდბოქსი აპლიკაციებისთვის, რომელბიც ვებ-კონტენტს აჩვენებენ და მრავალი სხვა. მოდით ვნახოთ ყველა აღმოჩენილი სიახლე უსაფრთხოების მხრივ:

  • Android 8.0-ში უკვე არ არის მხარდაჭერილი მოძველებული და საშიში კრიპტოგრაფიული პროტოკოლი SSLv3. ის TLS 1.2-მა ჩაანაცვლა, რომელიც არ იძლევა საშუალებას Android Oreo-ს მართვის ქვეშ სმარტფონებმა დაუცველი ვებ-სერვისები გამოიყენონ.
  • სისტემის ახალ ვერსიაში შექმნილია სენდბოქსი (მექანიზმი უსაფრთხოდ შესრულდეს პროგრამები) აპლიკაციებისთვის, რომლებიც ვებ-კონტენტს აჩვენებენ. ახლა ის ის მხოლოდ ამ სენდბოქსში მუშაობს და ეზღურება წვდომა ნებისმიერ პირად მონაცემთან. საიტი რომელიც მოინდომებს ინფორმაციის მიღებას უპასუხოდ დარჩება.
  • Android 8.0-ში ყველა აპლიკაციაზე გამოიყენება ფილტრი, რომელიც აპლიკაციის ბირთვთან ურთიერთობას ზღუდავს. ახლა უკვე ვირუსულ პროგრამებს გაუჭირდებათ root წვდომის მოპოვება სისტემაში.
  • Android Oreo მომხმარებლის უნიკალურ საიდენტიფიკაციო მონაცემებს სხვანაირად ამუშავებს. წინა ვერსიებში სისტემაში იქმნებოდა ერთი უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც უცვლელი რჩებოდა. Oreo-ში იდენტიფიკატორები იქმნება ცალკეული აპლიკაციებისსათვის. ახლა უკვე ყველა ID განსხვავებულია და იზოლირებული აპლიკციისგან, რომელმაც ის შექმნა. ეს იმას ნიშანვს, რომ დეველოპერები ვერ შეძლებენ ერთი აპლიკაციის მომხმარებლის თვალთვალს მეორე აპლიკაციიდან.
  • ასევე Android 8.0-ში სრულად განახლდა აპლიკაციების ინსტალაციის მეთოდი გარეშე წყაროებიდან.

Google ნამდვილად ზრუნავს საკუთარი სისტემის უსაფრთხოებას და მის მომხმარებლებზე. კომპანია არა მხოლოდ აუმჯობესებს Android-ის უსაფრთხოებას ყოველ ახალ ვერსიაში არამედ ყოველთვიურად უშვებს უსაფრთხოების განახლებებს ყველა მხარდაჭერილ მოწყობილობაზე.

წინა სტატიაLG V30-ის კამერის შესაძლებლობებმა Game Of Throne-ის რეჟისორი მოხიბლა
შემდეგი სტატიაHuawei-მ Apple-ისა და Samsung-ს აჯობა პროცესორებში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი