ალბათ უკვე ფიქრობთ, რომ Android One პროექტი გაუქმდა და ის მომავალში არ განვითარდება, მაგრამ Google სხვაგვარად ფიქრობს, რადგან მისთვის ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია იაფი და ხელმისაწვდომი Android სმარტფონების მიწოდება განვითარებადი ბაზრებისთვის. ამჯერად ახალ Android One სამარტფონს კომპანია Xiaomi გამოუშვებს. ჩინური მწარმოებლის ახალი Mi A1 ტელეფონი უკვე დაანონსდა ინდოეთში და 234 დოლარი ეღირება. ასეთი მაღალი ფასი მიუთითებს იმაზე, რომ სმარრტფონის ტექნიკური მახასიათებლები სტანდარტული Android One მოწყობილობის მახასიათებლებზე გაცილებით უკეთესია.
ტექნიკური თვალსაზრისით ეს არის Xiaomi Mi 5X-ის ვარიანტი, რომელშიც საფირმო MIUI გარსის ნაცვლად დაყენებულია სუფთა Android საოპერაციო სისტემა, რომლის განახლებებზე თვით Google იზრუნებს.
Mi A1-ს აქვს მეტალის კორპუსი, 5.5 დიუმიანი Full HD ეკრანი და ის სხვა ფლაგმანებზე თხელია (7.5 მმ). მოწყობილობას აქვს ორმაგი კამერა, რომელიც შედგება 12 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო და ფართო კუთხიანი ლინზებისაგან. სელფის კამერა 5 მეგაპიქსელიანია. სმარტფონს აქვს Qualcomm Snapdragon 625 პროცესორი, 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 64 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება.
რაც შეეხებე პროგრამულ უზრუნველყოფას აქ როგორც ზევით აღვნიშნეთ საუბარია სუფთა Andoird-ზე რომელშიც Google Assistant და Google Photos-აპლიკაციებია დაყენებული. სისტემის განახლება ძალიან ხშირად მოხდება და რაც მთავარია წლის ბოლომდე ის Android 8.0 Oreo-მდე განახლდება, რასაც მომავალში Android P-ზე განახლებაც მოყვება შესაბამისად.
Xiaomi Mi A1 ხელმისაწვდომი იქნება 40-მდე რეგიონში, რომელთა შორის სავარაუდოდ საქართველოც მოხვდება, თუ როგორი იქნება ფასები სხვა და სხვა რერგიონებში კომპანიას ჯერ არ გაუმხელია.