გასულ კვირას Risingsun-ის ანალიტიკოსებმა დათვალეს მობილური მოწყობილობების მწარმოებლების წარმატება 2017 წლის პირველი კვარტლის მიხედვით. სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ჩინური ბრენდების აქტიურობაზე: კომპანიის ლიდერების სიაში შევიდა შვიდი ჩინური მწარმოებელი, აქედან სამი კი საუკეთესოთა ხუთეულში მოხვდა. Counterpoint-მა კი შემოგვთავაზა სია გაყიდვების წარმატებულობის მიხედვით. მათი მონაცემების მიხედვით, ჩინებელი აქაც რეკორდსმენები არიან.
Counterpoint გვაცნობებს, რომ Huawei-მ ამა წლის ივნისსა და ივლისში შეძლო და Apple-ს გაასწორ სმარტფონების გაყიდვების რაოდენობის მიხედვით. ამ მიღწევების გათვალისწინებით Huawei-მ დაიკავა მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილი. მას გაუსწრო Samsung-მა.
Huwaei-ს ამ წარმატებაში ხელი შეუწყო R&D-ში ჩადებულმა ინვესტიციებმა, აგრესიული მარკეტინგის გათვალისწინებით წარმოების მაშტაბებმა და პროდუქციის მრავალფეროვნებამ.
მართალია Huawei-ს ყველაზე მეტი გაყიდვით გახდა გამორჩეული, თუმცა ათ ყველაზე პოპულარულ სმარტფონში ამ ბრენდის მოწყობილობას ვერ იპოვით. ტოპ 10-ის პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ iPhone 7 და iPhone 7 Plus, მესამე და მეოტხე ადგილებს კი – Oppo R11 და Oppo A57, მეხუთე ადგილს კი Samsung Galaxy S8 იკავებს.
ანლიტიკოსები ფიქრობენ, რომ შედეგი შესაძლოა ძალიან დროებით იყოს, რადგან გაყიდვაში შემოდის iPhone 8.
დაიკავებს თუ არა Huawei პირველ ადგილს, დრო გვაჩვენებს. შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს კომპანია წარმოგვიდგენს Mate 10-ს.