გასულ წელს გამოვიდა Snapdragon 821, რომელიც ოდნავ გაძლიერებული Snapdragon 820 იყო ყველასთვის სიურპრიზი გახდა. ამის შედეგად წლის დასაწყისისთვის ბევრი კარგი სმარტფონი გამოვიდა, როგორიცაა Mi5S და OnePlus 3T. ვრცელდებოდა ჭორები, რომ წელს Qualcomm ასევე მოიქცეოდა და წლის ბოლომდე Snapdragon 836-ს გამოუშვებდა და ის Pixel და Pixel XL სმარტფონებში იქნებოდა გამოყენებული, თუმცა უკვე ცნობილი გახდა Qualcomm-ის რეალურიგ გეგმების შესახებ.
როგორ Android Police გვატყობინებს თავის წყაროზე დაყრდნობით კომპანიის გეგმებში არ არის Snapdragon 836-ის გამოშვება. ამავე ინფორმაციას ადასტურებენ დეველოპერებ XDA ფორუმიდან. გარდა ამისა მეორე თაობის Pixel-მა უკვე გაიარა სერტიფიკაცია FCC-ში ჩიპით mSM8998, რომელიც Snapdragon 835-ია. ყველაფერი ეს იმაზე მიუთითებს, რომ ახალი პროცესორის გამოშვებას არ უნდა ველოდეთ.
ამავდროულად ქსელში უკვე გამოჩნდა იფორმაცია Snapdragon 845-ის შესახებ, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, რომ ის 10 ნანომეტრიანი ტექპროცესით იქნება შექმნილი, მიიღებს ოთხ ARM Cortex-A75, ოთხ ARM Cortex-A53 ჩიპს და მონაცემების გადაცემა 1,2 გიგაბიტი/წმ. სიჩქარით შეეძლება.