ამ კვირაში Xiaomi-ს დირექტორმა განაცხადა, რომ მეორე თაობის Mi Mix უკვე გაეშვა მასიურ წარმოებაში. შეგახსენებთ, რომ სმარტფონი წარმოდგენილი იქნება შემდეგ კვირას, 11 სექტემბერს. მრავალი წყაროდან ვიგებთ, Mi Mix 2 თავისი წინამორბედისაგან განსხვავებული იქნება. მისი ეკრანის ჩარჩო იქნება კიდევ უფრო თხელი. გავრცელებულმა ფოტოებმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და ცნობილი გახდა მოწყობილობის ვიზუალური მხარე.

როგორც ფოტოზე ჩანს, მოწყობილობას ზედა ჩარჩო ფაქტიურად არ აქვს. დამცავი შუშა, ან შესაძლოა თავად ეკრანი, კუთხეებში არის ოდნავ მოხრილი, რაც ეჩაჩოობის შეგრძნების ეფექტს ზრდის.

მეორე სურათზე წარმოდგენილია ქვედა ჩარჩო, რომელიც შედარებით შესამჩნევია, ვიდრე პირველი თაობის Mi Mix-ზე. შესაძლოა, Xiaomi-ს არ შეუძლია მოაშოროს ეს ჩარჩო წინა კამერისა და სხვადასხვა სენსორების გამო.

ასევე, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფლაგმანს ექნება პროცესორი Snapdragon 835.

წინა სტატიაHuawei-მ აჯობა Apple-ს სმარტფონების გაყიდვის რაოდენობით
შემდეგი სტატიაQualcomm წელს ახალ პროცესორს არ გამოუშვებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი