ტაივანური კომპანია HTC თავის დროზე ცნობილი გახდა Windows Mobile კომუნიკატორიების წარმოებით და პირველი მსოფლიოში Windows-ზე დაფუძნებული 3G სმარტფონის გამოშვებით. მათ ასევე პირველი Android სმარტფონი, ლეგენდარული HTC HD2 გამოუშვს და სხვა მრავალი წარმატებული მოწყობილობა. მიუხედავად ამისა ბოლო წლების განმავლობაში კომპანია წარუმატებლობას განიცდიდა. იყო ჭორები, რომ HTC აპირებდა მობილური ქვედანაყოფის და ვირტუალური რეალობის განყოფილების გაყიდვას. როგორც ჩინური მედია გვატყობინებს, კომპანიამ უკვე იპოვა მისი მობილური ბიზნესის მყიდველი.
ჩინური სააგენტო Commercial Times-ის ცნობით HTC და Google მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე არიან. საძიებო გიგანტი ორ ვარიანტს განიხილავს: ის ან სტრატეგიული პარტნიორი გახდება ან მთლიანად გამოისყიდის სმარტფონების მიმართულებას. მოლაპარაკებებში საუბარი არ არის ვირტუალური რეალობის ჩაფხუტების მწარმოებელ დანაყოფზე.
მოვლენების ასეთი განვითარება მოულოდნელი ყო, რადგანაც სწორედ HTC იყო Pixel სმარტფონების მწარმოებლი გასულ წელს. არსებული მონაცემებით მოავალი Pixel 2 და Pixel XL 2 სმარტფონებიც HTC-ის ქარხნებში იქნება წარმოებული.