Apple-მა ოფიციალურად განმარტა თუ რა მოხდა სცენზე, როცა Face ID-ის პირველი საჯარო დემოსტაციისაც სისტემამ ვერ ამოიცნო კრეიგ ფედერიგი და არ განბლოკა iPhone X. ბევრმა ეს ახალი სისტემის ჩავრდნად მოიაზრა, მაგრამ Apple-მა შექმნილ სიტუაციაზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

Apple-ის წარმომადგენლება განაცხადეს, რომ iPhone X-ის სადემონსტრაციო ვერსია პრეზენტაციის სხვა წამყვანების ხელშიც იყო ნამყოფი მანამ სანამ მას კრეიგ ფედერიგი აიღებდა ხელში. Face ID სისტემა მუშაობს ისე, რომ სახის იდენტიფიკატორი ავტომატურაც ცდილობს ამოიცნოს ყველა ვინც მის ეკრანს შეხედავს.

“რამდენიმე ადამიანმა აიღო მოწყობილობა ხელში და არც კი იცოდნენ, რომ Face ID ცდილობდა მათი სახეების ამოცნობას. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რამდენადაც ეს კრაიგი არ იყო iPhone-მა გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებნინა: მოითხოვა კოდის შეყვანა” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ Face ID მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო”

შეგახსენებთ, რომ კრეიგ ფედერიგის მიერ სისტემის სახით განბლოკვის მცდელობისას სისტემა არ განიბლოკა და მას სათადარიგო ეგზემპლარით სარგებლობა მოუწია, რომელმაც უკვე ყველაფერი იდეალურად შეასრულა.

ერთი მხრივ Apple-ის კომენტარი დამაკმაყოფილებლად ჟღერს, მაგრამ სისტემის რეპუტაციას ძალიან დიდი ზარალი მიადგა. მეორე მხრივ, ჩვენ ვერასდროს გავიგებთ თუ რა მოხდა სინამდვილეში.

 

წინა სტატიაiPhone X – ახალი ეტაპი Apple-ის სმარტფონებში
შემდეგი სტატიაGoogle ახალ მოწყობილობებს 4 ოქტომბერს წარმოადგენს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი