რას მოველით Google-ისგან 4 ოქტომბერს? რა თქმა უნდა Pixel 2 და Pixel XL 2 სმარტფონებს, ასევე Google Home ჭკვიანი დინამიკის მინი ვერსიას. შესაძლოა გაკეთდეს ანონსები Android One პროექტის განვითარების შესახებ, რომელსაც 2017 წელს შეუერთდა Xiaomi და მოსალოდნელია, რომ მას მომავალში Lenovo და HTC შეუერთდეს.