PlayerUnknown’s Battlegrounds-მა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა Steam-ზე, რაც იმაში გამოიხატება, რომ მან Valve-ის Dota 2-ს აჯობა ერთდროულად მოთამაშე მომხმარებლების რაოდენობით. 1.34 მილიონი მოთამაშე იბრძოდა ერთდროულად გადარჩენისთვის, როცა Dota 2-ის რეკორდი 1.29 მილიონი მოთამაშეა ჯერ-ჯერობით. ეს არ არის ცუდი “ჯერ არ გამოსული” თამაშისთვის, რომელიც Early Access-ში წელს მარტის თვეში გამოქვეყნდა.
https://twitter.com/PLAYERUNKNOWN/status/909054337938108416