Nest-ს უნდა მართოს თქვენი სახლის უსაფრთხოების ყველა ასპექტი და ამისთვის ის არა მხოლოდ თერმოსტატებს და კამერებს გამოიყენებს. კომპანიამ დააანონსა პროდუქტების მთელი ოჯახი, რომელიც თქვენი სახლის უსაფრთხოებას დაიცავს. კომპლეტშ შედის Google Home-ის მსგავსი Guard კონტროლის სისტემა, Detect სენსორები (ოთეხებში განსათავსებლად კარებთან და ფანჯრებთან) და Tag გასაღებების აწმა, რომელიც ააქტიურებს და თიშავს უსაფრთხოების სისტემას. საწყისი ნაკრები 499$ ეღირება,დამატებითი Detect სენსორები 59$ და დამატებითი Tag გასაღებები 25$ დაგიჯდებათ. ნაკრები, რომელში IQ სახის ამოცნობის კამერა შედის 599$ ეღირება.

Nest ასევე გვპირდება 24/7 მონიტორინგის სისტემას და ინტეგრაციას სხვა ჭკვიან მოწყობილობებთან, როგორიცაა მათივე წარმოების Hello ვიდეო ჭირკრის კამერა და Philips-ის Hue ნათურები. რა თქმა უნდა ყველაფერი ამის კონტროლი Nest-ის აპლიკაციიდან იქნება შესაძლებლი. როგორც ჩანს Nest-ს პრეტენზია აქვს სახლის უსაფრთხოების სიტემებში ლიდერი გახდეს და კონკურენცია გაუწიოს ამ ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებს.

 

წინა სტატიაამერიკულმა სტარტაპმა Pi რეალურად უსადენო დამმუხტი შექმნა
შემდეგი სტატიაუცხოური პრესა Apple Watch 3-ის პრობლემებზე საუბრობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი