YouTube-მა გადაწყვიტა პირდაპირი კონკურენცია გაუწიოს ისეთ სერვისებს, როგორიცაა Twitch და Mixer. დღეიდან YouTube Gaming-ის სპონსორობა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ლეგალური არხისთვის. თუ თქვენ გაქვთ გეიმინგ არხი და ლაივში მაუწყებლობთ და 1000 უფასო ხელმომწერი გყავთ შეგიძლიათ ფასიანი (თვეში 5$) ხელმომწერებიც იყოლიოთ.

ფასიან ხელმომწერებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ სპეციალური ემოციები, ნელ რეჟიმში ჩატი და სპეციალური ჩატი სპონსორებისათვის. შესაძლებელი ხდება გარეშე საერვისების გამოყენებაც, როგორიცაა StreamLabs და ასევე სპეციალური მხოლოდ სპონსორებისთვის გაშვებული Discord ჩატი.

წინა სტატიაApple-მა iOS 11, watchOS 4 და tvOS 11 გამოუშვა
შემდეგი სტატიაამერიკულმა სტარტაპმა Pi რეალურად უსადენო დამმუხტი შექმნა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი