Apple-ის ჭკვიანი მაჯის საათი Watch Series 3 – LTE-ის მხარდაჭერით უკვე 22 სექტემბრიდან გამოვა გაყიდვაში ზოგიერთ ქვეყანაში, თუმცა უცხოელმა მიმომხილველებმა უკვე მოასწრეს მისი გაცნობა და გამოცემების საიტებზე განხილვებიც კი გამოაქვეყნებს. ზოგიერთმა გამოცემა ის უკვე ჩათვალა ნედლ პროდუქტად ხოლო ზოგიერთი კმაყოფილიც კი დარჩა.

ჟურნალისტების ყველაზე მეტი ინტერესი Apple Watch-ის LTE მოდელმა დაიმსახურა, რადგანაც ის სმარტფონთან კავშირის გარეშეც მუშაობს და მისი საშუალებით სატელეფონო ზარების განხორციელება და SMS მიმოწერაც არის შესაძლებელი. ჟურნალისტების ნაწილმა აღნიშნა, რომ ეს სიახლეები არც ისე კარგია, რადგანაც მობილური ინტერნეტისა და ზარების განხორციელებისას LTE ქსელში გაჯეტი ძალიან სწრაფად განიმუხტება.

The Verge-ის ჟურნალისტი ლოურენ გუდი ამბობს, რომ მას წუნდებული ეგზემპლარი შეხვდა, რომელმაც ვერ გააგზავნა SMS და ვერ განახორციელა ზარი Siri-ს საშუალებით. მეორე ეგზემპლარზე კი საერთოდ არ მუშაობდა ხმოვანი ასისტენტი. გარდა ამისა, პრობლემები იქმნებოდა LTE ქსელთან მუშაობისას, რიგ გამოც საათი იგნორირებას უკეთებდა მობილურ ქსელს და უერთდებოდა უცნობ Wi-Fi წერტილებს, რომლის საშუალებითაც ინტერნეტთან წვდომა შეუძლებელი იყო. კომპანია Apple-მა აღიარა პრობლემები და დაგვპირდა კიდევაც მათ გამოსწორებას შემდგომ პროგრამულ განახლებაში.

დევიდ პირსი Wired-დან ამბობს, რომ LTE კავშირით სარგებლობისას Apple Watch სულ რაღაც 4 საათი მუშაობს, მაგრამ სერთო ჯამში მისი სიტყვებით ახალი მოდელი წინამორბედებზე უკეთესია. Wall Street Journal-ს პრობლემები ახალი საათის სამ ეგზემპლართან შეექმნა ორ სხვა და სხვა შტატში.

Apple-ის აქციები ნეგატიური გამოხმაურებების ფონზე ერთი დღის განმავლობაში 2,5%-ით დაეცა 159-დან 154,5 დოლარამდე.

სხვა გამოცემებს Apple Watch 3-ის მიმართ პრეტენზიები არ ქონია. TechCrunc-ის რედაქტორმა ბრაიან ჰიტერმა საათის სმარტფონის გარეშე გამოყენების ახალი სცენარები აღმოაჩინა. პიტერ უელსი Sydney Morning Herald-დან კმაყოფილი დარჩა აკუმლატორის გამძლეობით და ამტომატური გადართვით Bluetooth, Wi-Fi და LTE ქსელებს შორის. ჩვეულებრივი გამოყენებისას საათს დღის ბოლოსკენ ჯერ კიდევ 70% მუხტი ქონდა დარჩენილი. Daring Fireball-ის ჟურნალისტმა ჯონ გრუბერმა ვერ შეატყო პრობლემები კავშირთა და პირიქითაც შეაქო საათს მაღალი ხარისხის ხმისთვის. ბრაიან ჩენი The New York Times-დან ამბობს, რომ Apple Watch Series 3 – პირველი სმარტ-საათია, რომელსაც ის რეკომენდაციას გაუწევს.

 

 

წინა სტატიაNest-მა ახალი ჭკვიანი სახლის უსაფრთხოების სისტემა წარმოადგინა
შემდეგი სტატიაHTC-ის Pixel-ის გუნდში და ლიცენზიაში Google 1.1 მილიარდს გადაიხდის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი