Google-მა Moto X4 სმარტფონის Android One ვერსია წარმოადგინა, რომელიც მხოლოდ ა.შ.შ-ში გაიყიდება და ვირტუალური ოპერატორის Google Project Fi-ს ქსელში იქნება ჩართული, რომელიც მსოფლიოს 120 ქვეყანაში მუშაობს. სმარტფონი მუშაობს Android 7.1 Nougat-ის მარტთვის ქვეშ და ხმოვანი ასისტენტის Google Assistant მხარდაჭერა აქვს. წლის ბოლომდე აპარატი Android 8.0 Oreo-მდე განახლდება.~

Moto X4-ს ქაქვს IPS ეკრანო 5.2 დიუმი დიაგონალით და Full HD გარჩევადობით. რვა ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 630 და Adreno 508 პროცესორები. 3 გიგაბაიტი ოპერატიული და 32 გიგაბაიტი სამომხმარებლო სიცრცე. აკუმლატორის მოცულობა 3000 მილიამპერი და აქვს Turbo Charging ტექნოლოგიის მხარდაჭერა. მთავარი კამერა ორმაგია და შედგება 12 და 8 მეგაპიქსელიანი მოდულებისგან. წინა კამერა 16 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი სენსორია. სმარტფონი დაცულია წყლისა და მტვრისაგან IP68 სტანდარტის შესაბამისად.

Moto X4 Android One-ის ღირებულება 399$ იქნება და მისი გაყიდვები ოქტომბრიდან დაიწყება. გარდა ამისა Moto X4-ის ყიდვისას შეგიძლიათ ჩააბაროთ ძველი Nexus სმარტფონი და მიიღოთ 165$ ფასდაკლებაც.

წინა სტატიაGoogle-მა Snapseed-ის მასშტაბური რედიზაინი მოახდინა
შემდეგი სტატიაiPhone X-ის პრეზენტაციიდან 10 დღეში Apple-ის კაპიტალიზაცია თითქმის 50 მილიარდით შემცირდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი