მას შემდეგ რაც Google Chrome-მა დაიპყრო ბრაუზერების ბაზარი სამაგიდო და მობილურ მოწყობილობაზე Firefox მუდმივად ცდილობს დაეწიოს მას. მორიგი მცდელობას Mozilla – Firefox Quantum ბრაუზერით აპირებს და როგორც ჩანს Google-ს აქვს მიზეზები ინერვიულოს.

პირველი რაც თვალში მოგხვდებათ ბრაუზერის ახალი ლოგოა, რომელიც უფრო ცოცხალი, ფერადი და უფრო თანამედროვეა, ისევე როგორც ბრაუზერი. ეს არის სუფთა და თანამედროვე დიზაინის მქონე ბრაუზერი ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი და დიზაინის ენა Chrome-ის მინიმალისტურ დიზაინს მოძველებულად წარმოაჩენს.

ახალი დიზაინი Photon Project-ის დამსახურებაა, რომელიც ერთგვარი კვლევაა, რომელიც მომხმარებლების მოთხოვნებს და მოლოდინებს შეისწავლის. პროექმა გაამართლა და Quantum ნამდვილად თანამედროვე ბრაუზერის დიზაინით წარმოგვიდგება. ჩანართები ოთხკუთხედია, ანიმაციები ნარნარი და პრიალაა ხოლო პარამეტრები იდეალურად არის მოწყობილი.

Firefox Quantum უფრო ინტუიციურად არის მოწყობილი ვიდრე სხვა ბრაუზერები. იმ შემთხვევაშიც კი თუ Firefox-ით საუკუნეა არ გისარგებლიათ თქვენ არ გაგიჭირდებათ ნავიგაცია, ხოოლო განსხვავებები და სიახლეები მხოლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებას დატოვებს.

Chrome-თან შეჯიბრში Firefox Quantum შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებს

ახალი ბრაუზერის ბეტა ვერსია ხელმისაწვდომია ოფიციალურ საიტზე, ხოლო ოფიციალური რელიზი 14 ნოემბერს შედეგება.
წინა სტატიაiOS 11 ორჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს ვიდრე iOS 10
შემდეგი სტატიაAtaribox მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი