კომპანია GoPro-მ წარმოადგინა ექშენ კამერა HERO6 Black, რომელიც ნებისმიერ პირობებში გადაიღებს ფოტოსა და ვიდეოს 4K გარჩევადობით და 60 კადრი წამში სიჩქარით.

ეს წყალგაუმტარი კამერაა კომპაქტურ კორპუსში, რომელიც სპორტის აქტიური სახეობების და სხვა რთულ პირობებში გადაღებისთვის არის განკუთვნილი. კორპუსი გაუძლებს 10 მეტრამდე სირღმის წყალში ჩაძირვას.

GoPro ამბობს, რომ ახალ კამერაში გაუმჯობესთა ფერთა გადაცემა და ავტოამტური ექსპოზიციის სიჩქარე. სენსორული ეკრანის საშუალებით შესაძლებელი გახდა გამოსახულების მოახლოვება, თუმვე ეს ციფრული ზუმია და არა ოპტიკური.

ახალი პროცესორის წყალობით კამერა უფრო სწრაფად მუშაობს და შეუძლია 4K ვიდეოს გადაღება 60 კადრი წამში სიხშირით (წინა მოდელში მხოლოდ 30 კადრი იყო შესაძლებელი). HERO6 ასევე იღებს შენელებულ ვიდეოს Full HD გარჩევადობით 240 კადრი წამში სიხშირით.

სიახლის შეძენა უკვე შესაძლებელია ევროპაში და მსიი ფასი 569 ევროს შეადგენს.

Fusion

GoPro-მ ასევე პირველი 360 გრადუსიანი კამერაც წარმოადგინა და მისი კორპუსიც დაცულია წყლისაგან და მტვრისაგან. აღნიშნული კამერა გაყიდვაში ნოემბრიდან შემოვა და მისი ფასი 749 ევრო იქნება.

წინა სტატიაAtaribox მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვა
შემდეგი სტატიაGoogle Pixel 2 და Pixel XL 2 ელექტრონულ სიმ-ბარათსა და IP67 წყალგაუმტარობას მიიღებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი