The Wall Street Journal-ის ინფორმაციით Apple გარკვეულ სიძნელეებს წააწყდა iPhone X-ის წარმოებასთან დაკავშირებით. დაპირებული 3 ნოემბრის ნაცვლად შესაძლოა სმარტფონი გაყიდვაში 2018 წლის თებერვალში ან მარტში გამოვიდეს.

აღმოჩნდა, რომ Face ID-ის “რომელო” და “ჯულიეტა” მოდულების წარმოებას გაცილებით მეტი დრო ჭირდება ვიდრე კომპანია ვარაუდობდა. პირველს აწარმოებს LG Inotek და Sharp-რომელბიც ვერ ახერხებენ დროულად მიაწოდოს საჭირო კომპონენტები მათი ტექნოლოგიური სირთული გამო. მეორე მოდული Apple-ს საკმარისი რაოდენობით აქვს. ინფორმირებული წყაროები ამბობენ, რომ OLED ეკრანების წარმოებაც პრობლემას წარმოადგენს და გამოშვებული მატრიცების მხოლოდ 40% შეესაბამება Apple-ის მოთხოვნებს და მუშაობს სრულყოფილად.

ავტორიტეტული ანალიტიკოს ჯინ მიუნსტერი ამბობს, რომ მისი წყაროების ინფორმაციით iPhone X გაყიდვაში 2018 წლამდე ვერ შემოვა. წამყავნი ანალიტიკოს Jackdaw Research-დან ჯენ დოუსონი ეთანხმება მიუნსტერს და დასძენს, რომ გაყიდვების სტარტი შესაძლოა 2018 წლის მარტამდეც კი გადაიდოს.

არის ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ iPhone X-ის ადრეული ანონსი ნეგატიურად აისახა iPhone 8 / iPhone 8 Plus-ის გაყიდვებზე. პოტენციური მყიდველები ფლაგმანს ელოდებიან და არ აქვთ სურვილი კომპრომისებზე წავიდნენ. iPhone X-ის გაყიდვების დაგვიანება კი შესაძლოა საკმაოდ ნეგატიურად აისახოს Apple-ის ფინანსურ მაჩვენებლებზე.

წინა სტატიაა.შ.შ-ს მთავრობამ Apple-ს iPhone-ებში FM რადიოს გააქტიურება მოსთხოვა
შემდეგი სტატიატექნოლოგიები მარტივად #1 – ჭკვიანი სახლი – Sonoff A10

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი