Face ID ერთმანეთისგან ვერ არჩევს 13 წლამდე ბავშვების სახეებს

iPhone X-ში წარმოდგენილი ავტორიზაციის ახალი ტექნოლოგია Face ID არ არის გათვალიწინებული 13 წლამდე ბავშვებისთვის. უსაფრთხოების საშაულებების სახლემძღვანელოში ნათქვამია, რომ 13 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის Face ID სისტემის გამოყენება, რადგანაც სმარტფონი შეიძლება შეცდომით განიბლოკოს.

Apple ამას იმით ხსნის, რომ 13 წლამდე ბავშვების სახის განმასხვავებელი ნაკვთები შესაძლოა ბოლომდე არ იყოს ფორმირებული და სისტემა მათ ერთნაირად აღიქვამს.

კომპანიის წარმომადგენლები ყველაზე მცირეწლოვან მომხმარებლებს ავტორიზაციის სხვა მეთოდების გამოყენებას ურჩევენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *