ფრანგული რესურსის FrAndroid ცნობით Huawei-ს მომავალი ფლაგმანი Mate 10 მიიღებს შესაძლებლობას პერსონალური კომპიუტერის რეჟიმში იმუშაოს. ეს ინფორმაცია MirAxess-ის გენრალურმა დირექტორმა იანის ანტეურმაც დაადასტურა. მსგავსი გადაწყვეტილება უკვე აქვს კომპანია Microsoft-სა და Samsugns-ს. ასევე ნათქვამია, რომ Mate 10 თავსებადი იქნება Miracast სტანდარტით ზოგიერთ ლეპტოპთან, როგორიცაა MirAxess Mirabook. სამრტფონი შეძლებს WiFi-ს საშუალებით მიუერთდეს დიდ ეკრანს და გამოიტანოს სპეციალურად ოპტიმიზებული სამომხმარებლო ინტერფეისი.
“ახლა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Mirabook-ი Galaxy S8 (Dex) და Windows სმარტფონებით Continuum-ით, მაგრამ მე მაქვს საიდუმლო ინფორმაცია თქვენთვის: Huawei-ს მსარტფონები, რომელბიც 16 ოქტომბერს გამოვა მიიღებენ DeX-ის მსგავს ფუნქციას და თავსებადი იქნებიან Mirabook-თან” – განაცხადა იანის ანტეურმა.
ჭორების თანახმად Huawei წარმოადგენს საკუთარ დოკ-სადგურს, რომელიც DeX სადგურის მსგავსი იქნება და სმარტფონიდან გამოსახულებას დიდ ეკრანზე DisplayPort-ის საშუალებით გამოიტანს. ამასთან ერთად Mate 10 შეძლებს გამოსახულების ტრანსლირებას Miracast ტექნოლოგიის საშუალებით სპეციალური აქსესუარების გარეშე, რაც უფრო მარტივსა და მოხერხებულს გახდის მას კონკურენტების გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით.