ფრანგული რესურსის FrAndroid ცნობით Huawei-ს მომავალი ფლაგმანი Mate 10 მიიღებს შესაძლებლობას პერსონალური კომპიუტერის რეჟიმში იმუშაოს. ეს ინფორმაცია MirAxess-ის გენრალურმა დირექტორმა იანის ანტეურმაც დაადასტურა. მსგავსი გადაწყვეტილება უკვე აქვს კომპანია Microsoft-სა და Samsugns-ს. ასევე ნათქვამია, რომ Mate 10 თავსებადი იქნება Miracast სტანდარტით ზოგიერთ ლეპტოპთან, როგორიცაა MirAxess Mirabook. სამრტფონი შეძლებს WiFi-ს საშუალებით მიუერთდეს დიდ ეკრანს და გამოიტანოს სპეციალურად ოპტიმიზებული სამომხმარებლო ინტერფეისი.

“ახლა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Mirabook-ი Galaxy S8 (Dex) და Windows სმარტფონებით Continuum-ით, მაგრამ მე მაქვს საიდუმლო ინფორმაცია თქვენთვის: Huawei-ს მსარტფონები, რომელბიც 16 ოქტომბერს გამოვა მიიღებენ DeX-ის მსგავს ფუნქციას და თავსებადი იქნებიან Mirabook-თან” – განაცხადა იანის ანტეურმა.

ჭორების თანახმად Huawei წარმოადგენს საკუთარ დოკ-სადგურს, რომელიც DeX სადგურის მსგავსი იქნება და სმარტფონიდან გამოსახულებას დიდ ეკრანზე DisplayPort-ის საშუალებით გამოიტანს. ამასთან ერთად Mate 10 შეძლებს გამოსახულების ტრანსლირებას Miracast ტექნოლოგიის საშუალებით სპეციალური აქსესუარების გარეშე, რაც უფრო მარტივსა და მოხერხებულს გახდის მას კონკურენტების გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით.

წინა სტატიაFace ID ერთმანეთისგან ვერ არჩევს 13 წლამდე ბავშვების სახეებს
შემდეგი სტატიანობელის პრემია ფიზიკაში: გრავიტაციული ტალღების აღმომჩენებმა მიიღეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი