კომპანია Microsoft-მა მსხვილი პარტნიორი დაკარგა, რომელიც Windows 10 Mobile-ზე სმარტფონებს აწარმოებდა. HP ბოლომდე აგრძელებდა კორპორაციის მხარდაჭერას და ფლაგმანურ Elite X3 სმარტფონებსაც კი უშვებდა Windows-ის ბაზაზე, როცა სხვებმა Android-ზე გადასვლა ამჯობინეს. The Register-თან საუბრისას Canalys Channels Forum-მზე ნიკ ლაზარიდისმა (HP-ის მეთაური EMEA რეგიონში) განაცხადა, რომ მაიკროსოფტის ბოლო მოქმედებებმა აიძულა ისინი შეეცვალათ გაგმები Windows 10-თან მიმართებაში.

“Microsoft-მა ისევე, როგორც სხვა კომპანიებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ სტრატეგია და ამიტომაც ისინი ნაკლებად არიან მობილიზებული იმაზე, რასაც მათი აზრით აზრი არა აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ მაიკროსოფტის მხრიდან წინსვლისა და მხარდაჭერის გარეშე ჩანაფიქრის განხორციელებას აზრი არ ქონდა. თუ პროგრამული უზრუნველყოფა და ეკოსისტემა არ არსებობს მაშინ ჩვენ არ ვართ ამ საოპერაციო სისტემის მომხმარებლები” – განაცხადა ნიკ ლაზარიდისმა.

ნიკი ამბობს, რომ მათ ქონდათ გეგმები გაეგრძელებინათ Elite 3-ის განვითარება და აპირებდნენ მრავალი ახალი პროდუქტის გამოშვებასაც. ახლა უკე ისინი უბრალოდ აპირებენ ამოყიდონ Elite X3-ის მარაგები და გაწიონ მხარდაჭერა 2019 წლამდე.

Microsoft-ის ბოლო ქმედებებიდან ჩანს, რომ კომპანია მიხვა, რომ iOS და Android პლატფორმებთან კონკურენციას აზრი არ ქონდა და ბაზრის სხვა მეთოდებით დაპრყრობაზე გადავიდა. რამდენიმე დღის წინ მათ Microsoft Launcher-გამოუშვეს და Edge ბრაუზერის ტესტირება დაიწყეს iOS და Android-ზე.

წინა სტატიაGoogle Assistant-ის ხმა მაქსიმალურად მიუახლოვდა ადამიანს
შემდეგი სტატიაGoogle-ის 4 ოქტომბრის ღონისძიების მიმოხილვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი