OnePlus ცნობილია, როგორც პატარა სტარტაპი, რომელიც ხელმისაწვდომ ფლაგმანებს უშვებს, რომელიც საკუთარი Android-ზე დაფუძნებულ საოპერაციო სისტემას Oxygen OS-ს იყენებს. გაირკვა, რომ კომპანია მომხმარებლის ინფორმაციას არასათანადო სიფრთხილით ეკიდება. უსაფრთხოების მკვლევარმა Chris Moore-მა გამოიკვლია, რომ OxygenOS-ზე დაფუძნებული მოწყობილობები არა მხოლოდ აგროვებენ მომხმარებლის ინფორმაციას, არამედ მას ინდივიდუალურ მოწყობილობებზე და ანგარიშებზე აბამენ.

ზოგი ინფორმაცია, რომელიც გროვდება სტანდარტულია და მოიცავს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა ტელეფონის განბლოკვის, აპლიკაციების მოხმარების და Wi-Fi ქსელებზე შესვლის სტატისტიკა. პრობლემა ანონიმურობის არქონაშია. გაირკვა, რომ OnePlus ამ ინფორმაციას თქვენი ტელეფონის სერიულ ნომერთან ერთად ინახავს, რაც თქვენი იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.

კომპანიის პასუხიდან გაირკვა, რომ ისინი ინფორმაციას ორი არხით ინახავენ. პირველი არის “გამოყენების ანალიტიკა” რითაც ისინი შემდგომ ვერსიებს აუმჯობესებენ და ამ ინფორმაციის გაზიარება შეიძლება გამოირთოს პარამეტრების მენიუდან, თუმცა მეორე არხზე ეს მეთოდი არ ვრცელდება.

OnePlus არ არის ამ სფეროში პიონერი და არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს, მაგრამ პრობლემა ამ მონაცემების შეგროვების მეთოდებშია. კომპანია არ ითხოვს მომხმარებლისგან ნებართვას შეაგროვოს ეს ინფორმაცია და ასევე არ ამხელს შეგთავსს.

“ჩვენ ახლა ანალიტიკას ვაგროვებთ ორი განსხვავებული არხით HTTPS პროტოკოლის გამოყენებით Amazon-ის სერვერებზე. პირველი არხი არის მოხმარების ანალიტიკა და მისი გამორთვა შეიძლება მენიუდან. მეორე არხი არის მოწყობილობის მონაცემები, რომელიც გაყიდვის შემდეგ პროცესებს ამარტივებს” – ამბობს კომპანია.

 

წინა სტატიაუჩარჩოო Xiaomi X1 რენდერებში გამოჩნდა
შემდეგი სტატიაჩინეთში Honor 7X წარმოადგინეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი