გასულ კვირას Microsoft-მა ოფიციალური განმარტება გააკეთა იმაზე რაც ისედაც ცხადი იყო წლების განმავლობაში. Windws Phone-მობილური საოპერაციო სისტემა ოფიციალურად მოკვდა. არ გაგრძელდება შემუშავება და არანაირი სასწაულებრივი Windows 10 Mobile-ის დაბრუნება და აღორძინება. ასევე არ იქნება Apple-ის iOS-სა და Google-ის Android-თან შებრძოლების მცდელობა. სატია ნადელას ახალი Microsoft უკეთეს შემთხვევაში ცდილობს ითანამშრომლოს კონკურენციის ნაცვლად, მაგრამ აშკარაა, რომ მობილური საოპერაციო სისტემა უკვე მათ ინტერესებში არ არის.

საბოლოო ჯამში დამარცხებისდა მიუხედავად Windows Phone-ს ქონდა მცირე გამარჯვებები და განვითარების მომენტები, როცა Microsoft-მა და მისმა პარტნიორებმა აპარატურის მხრივ ვერ მიიღეს სათანადო დაფასება. 2010 წელს Windows Phone ყველაზე ხმამაღალი და ორიგინალური იდეა იყო Apple-ის iPhone-ის შემდეგ. განსხვავებით Android-ისგან ის არ იმეორებდა iOS-ის მთავარ კონცეპტუალურ ელემენტებს, როგორიცაა მთავარ ეკრანზე ხატულები და არ მოითხოვდა მძლავრი მონაცემების სმარტფონს.

2010 წლის ოქტომბერი

სუფთა და მინიმალისტური ინტერფეისი Windows Phone 7-ში მას მილიონობით კილომეტრით აშორებდა Apple-ის სამომხამრებლო ინტერფეისის სკოემორფიზმისგან და Samsung-ის copy-paste-ის მცდელობებისგან. მაშინ როცა iOS-ში სტატიკური ხატულები იყო, Windows Phone-ის მთავარ კერანზე ცოცხალი ფილები იყო განთავსებული. კალენდარზე ჩანდა მომავალი მოვლენები, შეტყობინებების აპლიკაციის ხატულა ტექსტი პრევიუს აჩვენებდა, ხოლო ტელეფონის აპლიკაცია გამოტოვებულ და ბოლო ზარებს. როცა იგივე Google Now-ს შევხედავთ ჩანს, რომ ბევრი რამ მათ მაიკროსოფტისგან გადაიღეს და მოახდინეს ადაპტირება თავიანთ სისტემაში. ყველაზე დიდი შეცდომა რაც კომპანიამ Windows Phone-თან მიმართებაში დაუშვა ეს სწორედ ზედმეტად შორს გადადგმული ნაბიჯები იყო, რომელიც იმ პერიოდის მობილური მომხმარებლისთვის უცნაურად გამოიყურებოდა.

ახლა უკვე ადვილია დავივიწყოთ თუ რამდენად სწრაფი და რესპონსიული იყოს Windows Phone მაშინდელ Android-თან შედარებით. მაიკროსოფტმა ასევე იმ დროისთვის საუკეთესო ეკრანული კლავიატურა შექმნა და თუ საუბარი წავა ყველაზე ელეგანტურ და ინოვაციურ შეტყობინებების სისტემაზე დაბლოკილ ეკრანზე მაშინ მაიკროსოფტის გადაწყვეტილება საუკეთესო იყო. იმ დროისთვის გარკვეული პარამეტრებით Windows Phone და iOS ერთ დონეზე იდგა, რადგანაც მაიკროსოფტი Apple-ის მსგავსად აკონტროლებდა საოპერაციო სისტემის მიწოდებას მწარმოებლების გავლით მომხმარებლებამდე. ის იყო დახურული მაღაზია, შემოღობილი ტერიტორია სადაც ყურადღება ეთმობოდა ხარისხს და უსაფრთხოებას.

2011 წლის ნოემბერი

Windows Phone ეკოსისტემაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი წილი განსხვავებული აპარატული დიზაინი ენა იყო. პლატფორმამ სტარტი აიღო ძალიან ლამაზი და უნიკალური ტელეფონებით, როგორიც იყოს Samsung Omnia 7 – 4 დიუმიანი OLED ეკრანით, Dell Venue Pro – გამოსაშლელი კლავიატურით და HTC 7 Surrond – დიდი ჩაშენებული დინამიკითა და სადგამით. მაგრამ ამას მოყვა HTC Windows Phone 8X და 8 S და Nokia-მ Lumia 800 წამოადგინა, რომელმაც Windows Phone-ის ინდუსტრიული დიზაინის ახალი თაობა გამოკვეთა.

მაშინდელ რევიუებში საუბარი იყო იმაზე თუ რამდენად კარგი და ინოვაციური დიზაინი აქვთ მათ თავისი დროისთვის. Nokia თავის თავს იმეორებდა და Nokia N9-ის დიზაინის უფრო დახვეწილ ვარიანტს გვთავზობდა და რაც ყველაზე მთავარია გვიანი 2011 წლისთვის Windows Phone გვთავაზობდა იმ დროისთვის საუკეთესო აპარატურას. თუდაც მაშინდელი iPhone 4S მშვენიერი იყო, მაგრამ ერთი წლით დაძველებულ დიზანსა და უფრო პატარა ეკრანს გვთავაზობდა.

მართლაც მიკროსოფტმა მაშინ შეძლო Windows Phone 7 გამოეშვა ძალიან განსხვავებული დიზაინით და ყველაზე პოპულარული სმარტფონების მწარმოებლებიც მის ბანაკში იყვნენ. ერთი წლის შემდეგ HTC და Nokia-მ კიდევ გამოუშვს შესანიშნავი დიზაინის მქონე სმარტფონები. Nokia-მ მთელი თავისი ფოკუსი Windows Phone-ზე გადაიტანა და HTC-მ დიდი ინვესტიციები ჩადო 8X და 8S მიმართულებებში – რომელიც მაიკროსოფტმა “Signature Windows Phone” მოწყობილობებად მონათლა. ეს გარდამტეხი მომანტი იყო ამ ისტორიაში თუმცა ფეილი iOS და Android პლატფორმებთან მიმართებაში გახდა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ პარტნიორებმა დაკარგეს ინტერესი Windows Phone საოპერაციო სისტემის მიმართ, რასაც შემდგომში Nokia-ს ავტომატური კრახი მოყვა.

2013 წლის ივლისი

Windows Phone-მა შეარყია ჩვენი სტერეოტიპები კარგი სამომხმარებლო ინტერფეისის შესახებ და მოგვცა მშვენიერი აპარატული პროდუქტები. სანამ მისი მზე ჩაესვენებოდა მათ კიდევ ერთი საინტერესო რამ მოასწრეს და განავითარეს კამერების ტექნოლოგია. Lumia 1020-ის მთავარი ღირსება მისი PureView კამერა იყო 41 მეგაპიქსლიანი სენსორითა და მნიშვნელოვანი წინსვლა მობილურ ფოტოგრაფიაში. Windows Phone-ს ქონდა სერიოზული პრობლემები მაგრამ ამ პრობლემებს შორის ნამდვილად არ იყო აპარატურა, დიზაინი, ფოტოგრაფია და ენერგიის მოხმარება.

2013 წლის აგვისტო

ყველაზე დიდი ფეილი იწყება იქ სადაც კომპანია ვერ ახერხებს დეველოპერების დაყოლიებას შექმნან მისი პლატფორმისთვის აპლიკაციები. ყოველ ახალ Windows Phone-ზე რომელსაც Nokia უშვებდა პირველივე შეკითხვა ისმოდა შემდეგი: როდის გამოვა Instagram-ის აპლიკაცია? მიუხედავად იმისა, რომ მაიკროსოფტის მიერ შექმნილი საოპერაციო სისტემა და ნაგულისხმევი აპლიკაციები უკეთესი იყო ვიდრე Google-ის მათ მაინც ვერ მოახერხეს ის რაც შეძლო Android-მა და iOS-მა. ალტერნატიულ სამყაროში Bing-ის ძიება უკეთესი იყო ვიდრე Google-ის და Hotmali ჯობდა Gmail-ს, ხოლო Internet Explorer ინარჩუნებდა ლიდერობას, თუმცა ეს სამყარო ძალიან პატარა იყო.

ალბათ ყველაზე მეტად რაც Windows Phone-ს დააკლდა YouTube-ის აპლიკაცია იყო და ეს შემთხვევით არ მომხდარა. Google-ისა და Microsoft-ის ომი ბევრ ფრონტზე ერთდროულად მიმდინარეობს და ეს პირველი შემთხვევა არ იყო. Google-მა არ მოისურვა Windows Phone-ზე YouTube-ის ხელმისაწვდომობა, რაც მაიკროოფტს პლატფორმის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. რა თქმა უნდა YouTube არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოყენებადი აპლიკაცია Andorid და iOS პლატფორმებზე და ნებისმერი პლატფორმა, რომელზეც ის არ არის ხელმისაწვდომი ამით ძლიერად ზარალდება. იგივე სიტუაცია მეორდება ახლა Amazon Echo Show-თან მიმართებაში სადაც ასევე YouTube-ის აპლიკაცია არ არის წარმოდგენილი, რადგანაც Google Home-ის პირდაპირი კონკურენტი პროდუქტის წარმატება მათ ინტერესებში არ შედის არანაირად.

2014 წლის აპრილი

2014 წლისკენ Windows Phone უკვე ნელ-ნელა სევდიანი ისტორიისკენ წავიდა სადაც მათ HTC-სა და Samsung-ის მეგობრობა Nokia-ს შეძენას შეეწირა. მაიკროსოფტმა გამოჰკრა ჩახმახს თითი და ერთი გასროლით ფინური Nokia და პარტნიორებთან კარგი ურთიერთობაც მოკლა. ამ ყველაფერს მთელი რიგი რებრენდინგი და მაიკროსოფტის ლოგოების გამოჩენა მოყვა სმარტფონებზე, რამაც რა თქმა უნდა ვერ უშველა აპლიკაციების დეფიციტს. მიუხედავად ყველაფრისა აქცენტი მაინც ტრადიციულ აპარატულ შესაძლებლობებზე და დიზაინზე კეთდებოდა, რაშიც ასევე კრახი განიცადეს, რადგან Samsung-მა და სხვა მწარმოებლებმაც უკვე მიაქციეს ყურადღება აღნიშნულ ფაქტორებს და პრემიუმ კლასის სმარტფონები გამოუშვეს.

კიდევ ერთი მომენტი აქ პრიორიტეტების კონფლიქტია. მაიკროსოფტის სამიზნე iPhone-იყო ხოლო Nokia-ს მიზანი ენერგოეფექტური და ხელმისაწვდომი სმარტფონების გამოშვება იყო. Nokia ცდილობდა ფეხი მოეკიდებინა ინდოეთის მსგავს განვითარებად ბაზრებზე, როცა მაიკროსოფტი ძველ მონსტრებთან ბრძოლას გეგმავდა. შედეგაც რაც მივიღეთ ალბათ ყველასთვის აშკარაა.

მაიკროსოფტის გაკვეთილი კომპანიებისთვის როგორიცაა Google, რომელმაც HTC-ის სმარტფონების განყოფილება შეიძინა ნამდვილად ძვირფასია. პირველად როცა Apple-ის მსგავსი მიდგომის განხორციელება გინდა მთავარია Windows Phone სწრაფი და რესპონსიული იყოს, რასაც მათ მიაღწიეს, მაგრამ მეორე და არანაკლებ მთავარია აპარატული რესურსებია, რაც მაიკროსოფტმა მთელი კომპანიის შეძენით და სხვა ვენდორებზე უარის თქმით გააფუჭა.

2015 წლის აგვისტო

Nokia-ს შეძენიდან 3 წლის თავზე მივიღეთ iOS/Android-ის ორ-პოლუსიანი სამყარო სადაც 96.8 % სმარტფონებისა არ იყო Windows Phone-ის მართვის ქვეშ. მაიკროსოფტმა ბაზრის 2.5% პროცენტი მიიღო და ეს მაჩვენებელი დღემდე ეცემა.

რა თქმა უნდა ამ ყველაფრის უკან მხოლოდ დამარცხების და იმედგაცრუების დანახვა არ იქნება გამართლებული და ჩვენ პოზიტიური ეფექტებიც უნდა შევაფასოთ. მობილური ინდუსტრია არასდროს იქნებოდა ისეთი განვითარებული, როგორც დღეს არის, რო არა მაიკროსოფტის და მისი პარტნიორების მიერ ჩადებული კოლოსალური ინვესტიცია Windows Phone-ის განვითარებაში. ამ ისტორიამ ძალიან დიდი გაკვეთილი დატოვა სხვებისთვის და ძალიან ბევრი აპარატული თუ პროგრამული ინოვაცია დარჩა, რომელიც აუცილებლად იპოვის თავის გამოყენებას უფრო წარმატებულ პროექტებში.

Windows Phone სამუდამოდ დარჩება ყველაზე საუკეთესო დამარცხებად ტექნოლოგიების ინდუსტირაში.

წინა სტატიაჩინეთში Honor 7X წარმოადგინეს
შემდეგი სტატიაOculus Go – ახალი ავტონომიური VR ჩაფხუტი 200 დოლარად

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი