ყოველწლიური კონფერენციის Oculus Connect 4-ზე კომპანია Oculus-მა ახალი სრულიად ავტონომიური ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი Go წარმოადგინა. Rift-ისგან განსხვავებით მოდელს არ ჭირდება კომპიუტერთან ან სმარტფონთან მიერთება. გაჯეტის შემქმენელები ამბობენ, რომ Oculus Go-ს მყიდველები მიიღებენ იგივე ხარისხსა და წარმადეობას რაც PC-თნ კავშირისას არის შესაძლებელი და ეს ყველაფერი მობილური VR-ის ღირებულებაში ჩაეტევა.

“ჩვენ გვინდა გვყავდეს ვირტუალური რეალობის მილიარდი მომხამრებელი. ამ გზაზე რა თქმა უნდა იქნება წინააღმდეგობები. ჩვენ გვჭირდება შევქმნათ უსფრთხო გარემო და დავრწმუნდეთ, რომ VR სიკეთეს ემსახურება. და ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ვირტუალური სამყარო ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი” – თქვა მარკ ცუკერბერგმა, რომელიც Facebook-ის გენერალური დირექტორია.

Oculus Go მზადაა გამოყენებისთვის მისი ყუთიდან ამოღებისთანავე. ჩაფხუტს აქვს 2560×1440 გარჩევადობის მქონე ეკრანი. ხედვის კუთხით და სხვა პარამეტრებით ის უფრო ძვირად ღირებული Oculus Rift-ისი დენტურია.

Go-ში არის ჩაშენებული დინამიკები, ორმლებიც მოცულობით ჟღერადობას უზრუნველყოფენ და ასევე აქვს 3.5 მმ. აუდიო პორტი ყურსასმენებისთვის. მდებარეობის და მოძრაობის სენოსრები მოწყობილობაში არ არის, მაგრამ კომპლექტში პატარა ზომის კონტროლერი შედის.

რა პროცესორი გამოიყენება Oculos Go-ში, რამდენად ავტონომიურია ის და შეძლებს თუ არა გაუშვას Rift-ისთვის შექმნილი თამაშები ამ კითხვებზე კოკმპანიას პასუხი არ გაუცია.

დეველოპერებს სიახლის შესყიდვა ნოემბრიდან შეეძლებათ, ხოლო სამომხმარებლო ვერსია მომავალ წელს იქნება ხელმისაწვდომი. საცალო ფასი დაახლოებით 200$ იქნება. როგორც კომპანიის დირექტორმა ჰიუ ბარამ აღნიშნა Oculus Go ყველაზე იაფი ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი იქნება ბაზარზე.

წყაროSlashgear
წინა სტატიაWindows Phone – ბრწყინვალე დამარცხება
შემდეგი სტატიასტივ ვოზნიაკმა ციფრული ინსტიტუტი გახნსა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი