Microsoft ხშირად საუბრობს თავის მისაზე მისცეს ყველა ადამიანს და ორგანიზაციას პლანეტაზე მეტის მიღწევის საშუალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მწარმოებლისთვის ჯეროდეს იდეების, რომელსაც ემსახურება, რადგან სწორედ ამის შედეგად იქმნება პროდუქტი, რომელიც რეალურ ღირებულებას წარმოადგენს.

2 წლის წინ, როცა Surface Book პრიველად გამოვიდა კომპანიამ გადაწყვიტა ყველაზე მძლავრი და უნივერსალური ნოუთბუქი შეექმნა, რითაც წამოსახვასა და შესაძლებლობას შორის საზღვრის გარღვევა სცადა. პირველი მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა ამისთვის, რადგანაც მომხამრებლის მოთხოვნა მართლაც, რომ იზრდება, ამიტომაც შეიქმნა მომავლის ნოუთბუქი, იმდენად ძლიერი, რომ შეუძლია შერეული რეალობის გაშვება, მანქანური დასწავლა, ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე თამაშები. ნოუთბუქი, რომელიც დიზაინერებს, დეველოპერებს, მხატვრებს და სწავლულებს მოუხსნის შეზღუდვებს მიაღწიონ უფრო მეტს.

Surface Book 2 ნამდვილად არღვევს ბრაიერს სამუშაო მაგიდასა და ნოუთბუქს შორის, რითაც მობილურ პროფესიონალებს სამაგიდო სიმძლავრეს, პლანშეტის უნივერსალურობას და თხელი და მსუბუქი ლეპტოპის სიმარტივეს ერთ მოწყობილობაში თავაზობს. მიუხედავად იმისა თუ რა პროფესიის ხართ, თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ამოცანის შესრულებას ახალ Surface Book-ზე.

კომპანია არ წასულა კომპრომისებზე და ყველაზე მძლავრი Surface შექმნა, რომელიც Intel-ის უახლესი Core პროცეოსორებითაა აღჭურვილი და იყენებს NVIDIA-ს GeForce GTX 1050/1060 გრაფიკულ სიმძლავრეს. Surface Book ხუთჯერ მძლავრია წინა თაობაზე და ორჯერ ვიდრე უახლესი MacBook Pro. მთელი ეს სიმძლავრე ხელმისაწვდომია 17 საათამდე ავტონომიურ რეჟიმში ვიდეოს ყურებისას, რაც 70%-ით აღემატება MacBook Pro-ს შესაძლებლობებს.

წარმადობის ახალი დონე და ევტონომიურობა უკმაყოფილოს არ დატოვბს დიზაინერებს, გეიმერებს, არქიტექტორებს და დეველოპერებს, რომელბისაც მძლავრი მობილური მოწყობილობა ჭირდება. 13 დიუმიანი Surface Book 2 – 1,7 კილოგრამს იწონის ხოლო 15 დიუმიანი მოდელის წონა 1,9 კილოგრამია, რაც ამ სიმძლავრისთვის რეკორდული სიმსუბუქეა.

Microsoft-ის პროდუქტებში ყოველი დეტა

 

ლი გათვლილია და მისი მნიშვნელობა გააზრებულია. გათვალისწინებულია პორტების სრული კრებული, რომლეთ შორისაცაა USB-A, USB-C და სრული ზომის SD ბარათების წამკითხველი, რითაც ყველა სეგმენტის მოთხოვნებია დაკმაყოფილებული.

რაც შეეხება გეიმინგს აქ ყველაფერი იდელაურადაა, რადგანაც Surface Book 2-ის სიმძლავრე საკმარისია ყველაზე პოპულარული თამაშების გასშვებად 1080p გარჩევადობითა და 60 კადრი წამში სიხშირით, რაც გარკვეულ შემთხვევებში სათამაშო კონსოლების მონაცემებს უტოლდება. Xbox One Wireless-ის მხარდაჭერით თქვე შეძლებთ Xbox One-ის კონტროლერებით თამაშს.

სიახლეების ასეთ სიმრავლეს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია Windows Mixed Reality Ultra-ს მხარდაჭერა ამშვენებს, რომელიც თავსებადი გარნიტურის მერთებისას 90 კადრი წამში სიხშირით გვთავაზობს ვირტუალური რეალობის აპლიკაციების და თამაშების გაშვებას.

საწყისი კონფიგურაციის ფასები:

15” PixelSense™ ეკრანი
მე-8 თაობის Intel® Core™ i7-8650U ოთხ-ბირთვიანი პროცესორი
NVIDIA® GeForce® GTX 1060 discrete GPU w/6GB GDDR5 graphics memory
$2,499

13.5” PixelSense™ ეკრანი
მე-7 თაობის Intel® Core™ i5-7300U პროცესორი
Intel® HD Graphics 620 ინტეგრირებული GPU
$1,499

წინა სტატიაWindows პლატფრომაზე Chrome ჩაშენებული ანტი-ვირუსით გამოვიდა
შემდეგი სტატიაბიტკასტი – ეპიზოდი 11

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი