კომპანია Google-მა ყველაზე პოპულარული სამაგიდო ბრაუზერის უმთავრესი ფუნქციების ჩამონათვალში ანტი-ვირუსიც შეიყვანა. ეს სიახლე საშუალებას მოგცემთ დაიცვათ ბრაუზერი საძიებო სისტემის თავითნებურად შეცვლისგან, ანალიზი ჩაუტარდება გადმოწერილ ფაილებს და პრევენციას გაუწევს ისეთ საფრთხეებს, რომლებიც ძალიან მტკივნეულად დგას Windows-ის მომხმარებლების წინაშე.

მავნე აპლიკაციებისგან დაცვის გარდა Google-მა ასევე განაახლა Chrome Cleanup აპლიკაცია. საძიებო გიგანტმა თანამშრომლობა ESET-თან დაიწყო, რომელიც ანტივირუსული პროგრამების და საინფორმაციო უსაფრთხოების დარგში მუშაობს. Chrome ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს შეატყობინებს და მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერით გაიწმინდება შესებამისი საფრთხე.

Google აღნიშნავს, რომ Chrome Cleanup არ არის უნივერსალური ანტივირუსი და მომხმარებლბეს დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

წინა სტატიაMicrosoft-მა Windows 10 Fall Creators Update გამოუშვა
შემდეგი სტატიაMicrosoft-მა ყველაზე მძლავრი Surface Book 2 წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი