HMD Global-მა მოულოდნელად გამოუშვა ახალი სმარტფონი Nokia 7, რომლის რელიზი ჭორების თანახმად მომავალ წელს უნდა შემდგარიყო. სმარტფონი ჩინეთში წარმოადგინეს და მალე ის სხვა ბაზრებზეც იქნება ხელმისაწვდომი.
Nokia 7 – კომპანიის პირველი სმარტფონია, ორმლეიც შუშის და ალუმინის კომბინაციით არის შექმენილი. უკანა პანელი აღჭურვილია სამ-ფენიანი 3D შუშით Gorilla Glass 3, რომელიც ალუმინის ჩარჩოშია მოთავსებული. IP54 რეიტინგი მოწყობილობას წყლის წვეთებისგან დაიცავს.
Nokia 8-ის მსგავსად მას საკმაოდ დიდი ჩარჩოები აქვს ეკრანის ზევით და ქვევით. ქვედა პანელზე განთავსებულია მოცულობითი ღილაკები Android-ის სამართავად. Nokia 7 წარმოდგენილია შავსა და თეთრ ფერებში, თუმცა მომავალში შესაძლოა სხვა ვარიანტებიც ვიხილოთ.
ტექნიკური მონაცემები:
- ეკრანი: 5,2-დიუმიანი 1920 x 1080 გარჩევადობით;
- ჩიპსეტი: Snapdragon 630;
- მეხსიერება: 64 გბ (6 გბ ოპერატიული და 64 მუდმივი);
- მთავარი კამერა: 16-მეგაპიქსელიანი სენსორი, ZEISS-ის ოპტიკით f / 1,8 ორ-ტონიანი შუქდიოდური განათებით;
- სელფი კამერა: 5-მეგაპიქსელიანი f / 2.0;
- აკუმლატორი: 3000 მა/სთ. სწრაფი დამუხტვით;
- სისიტემა: Android 7.1.1 Nougat.
- ზომები: 141,2 х 71,45 х 7,92 მმ
სმარტფონა მიიღო Dual-sight ტექნოლოგია, რომელიც ორივე კამერით ერთდროულად იღებს და მას HMD Global “Bothies”-ს უწოდებს.
OZO აუდიო ტექნოლოგიით Nokia 7-ს შეუძლია 360 გრადუსიანი ხმა ჩაიწეროს. სხვა ფუნქციებს შორის აღსანიშნავია უკანა პანელზე მოთავსებული თითის ანაბეჭდების სკანერი, USB-C პორტი, 3,5 მმ. აუდიო კონექტორი, LTE ქსელები, Wi-Fi, Bluetooth 5.0, NFC და GPS.