HMD Global-მა მოულოდნელად გამოუშვა ახალი სმარტფონი Nokia 7, რომლის რელიზი ჭორების თანახმად მომავალ წელს უნდა შემდგარიყო. სმარტფონი ჩინეთში წარმოადგინეს და მალე ის სხვა ბაზრებზეც იქნება ხელმისაწვდომი.

Nokia 7 – კომპანიის პირველი სმარტფონია, ორმლეიც შუშის და ალუმინის კომბინაციით არის შექმენილი. უკანა პანელი აღჭურვილია სამ-ფენიანი 3D შუშით Gorilla Glass 3, რომელიც ალუმინის ჩარჩოშია მოთავსებული. IP54 რეიტინგი მოწყობილობას წყლის წვეთებისგან დაიცავს.

Nokia 8-ის მსგავსად მას საკმაოდ დიდი ჩარჩოები აქვს ეკრანის ზევით და ქვევით. ქვედა პანელზე განთავსებულია მოცულობითი ღილაკები Android-ის სამართავად. Nokia 7 წარმოდგენილია შავსა და თეთრ ფერებში, თუმცა მომავალში შესაძლოა სხვა ვარიანტებიც ვიხილოთ.

ტექნიკური მონაცემები:

  • ეკრანი: 5,2-დიუმიანი 1920 x 1080 გარჩევადობით;
  • ჩიპსეტი: Snapdragon 630;
  • მეხსიერება: 64 გბ (6 გბ ოპერატიული და 64 მუდმივი);
  • მთავარი კამერა: 16-მეგაპიქსელიანი სენსორი, ZEISS-ის ოპტიკით f / 1,8 ორ-ტონიანი შუქდიოდური განათებით;
  • სელფი კამერა: 5-მეგაპიქსელიანი f / 2.0;
  • აკუმლატორი: 3000 მა/სთ. სწრაფი დამუხტვით;
  • სისიტემა: Android 7.1.1 Nougat.
  • ზომები: 141,2 х 71,45 х 7,92 მმ

სმარტფონა მიიღო Dual-sight ტექნოლოგია, რომელიც ორივე კამერით ერთდროულად იღებს და მას HMD Global “Bothies”-ს უწოდებს.

OZO აუდიო ტექნოლოგიით Nokia 7-ს შეუძლია 360 გრადუსიანი ხმა ჩაიწეროს. სხვა ფუნქციებს შორის აღსანიშნავია უკანა პანელზე მოთავსებული თითის ანაბეჭდების სკანერი, USB-C პორტი, 3,5 მმ. აუდიო კონექტორი, LTE ქსელები, Wi-Fi, Bluetooth 5.0, NFC და GPS.

Nokia 7 ჩინეთში 24 ოქტომბრიდან შემოვა გაყიდვაში. მოდელს 4 გიაბაიტი ოპერატიურლით 2499 იუანად შეიძენთ (დაახლ. 950 ლარი) ხოლო 6 გიგაბაიტიანი მოდელი 2699 იუანი (დაახლ. 1000 ლარი) ეღირება. ინფორმაცია სხვა ქვეყნებში გამოსვლასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობნით უცნობია.
წინა სტატიაMicrosoft-მა Google-ის უსაფრთხოების პოლიტიკა გააკრიტიკა
შემდეგი სტატიაBitcoin Gold გამოეყო Bitcon-ს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი