25 ოქტომბერს შედგება პირველი ვირტუალური ვალუტის ბიტკოინის ე. წ. ჰარდფორკი და შედეგად ბაზარზე კიდევ ერთი დამოუკიდებელი ერთეული Bitcoin Gold გამოვა. ახალი ვალუტა ჰონ-კონგური მაინერების შემქმნელი კომპანიის მმართველმა ჯეკ იალომ შეიმუშავა. Bitcoin Gold პრაქტიკულად სრულიად ღია კოდითაა გამოსული და მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავს მსოფლიო მასშტაბით.

Bitcoin Gold ახალი PoW ალგორითმს Equihash-ს იყენებს, რის გამოც მისი მაინინგი კარდინალურად იცვლება. ამისთვის ტრადიციული ASIC ფერმები არ გმოდგება და მის მისაღებად მომხმარებლებს გრაფიკული პროცესორები დაჭირდებათ. გარდა ამისა Bitcoin Gold-ს აქვს სრული დაცვა აქვს შემთხვევითი გამოყენებისგან და მისი მოპარვა გაცილებით უფრო ძნელია.

აღსანიშნავია, რომ 25 ოქტომბერს მათ ვისაც პირვატული გასაღებები აქვს ბიტკოინებიან საფულეზე მიიღებნე იგივე რაოდენობის Bitcoin Gold-ს. ამისთვის საჭიროა ახალი ჯერ კიდევ არ არსებული საფულის დაყენება.

რა მოხდება 25 ოქტომბრის შემდეგ ჯერ კიდევ უცნობია, შეიძლება უამრავი ახალი მეინერი გამოჩნდეს და ამით ვიდეო ბარათების ფასიც კი შეიძლება გაიზარდოს. ამავდროულად ზოგიერთმა სავაჭრო საიტებმა, როგორიცაა Coinbase განაცხადეს, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს Bitcoin Gold-ს სანამ არ მოგვარდება ყველა საკითხი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და არ გამოჩნდება სტაბილური საფულე. გარდა ამისა პირველი 100 000 ერთეული მისი შემქმნელების მიერ იქნება გამომუშავებული ვალუტის გაშვებამდე, რომელიც 1 ნოემბერს არის დაგეგმილი.

წყაროBTCGpu
წინა სტატიაNokia 7 მოულოდნელად გამოვიდა
შემდეგი სტატიაGalaxy S9-ს პროცესორს ხელოვნური ინტელექტი ექნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი