Samsung-მა ინვესტიცია განახორციელა ჩინურ სტარტაპში DeePhi Tech, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში მუშაობს. კომპანიამ შექმნა უნიკალური არქიტექტურა და მიკსროსქემების შეკუმშივის ტექნოლოგიეა, რომელიც ნეირონული ქსელების მუშაობისთვისაა საჭირო და გამოყენებული იქნება  Samsung-ის მომავალ ფლაგმანურ ჩიპსეტში გამოყოფილი პროცესორის სახით, რომლიც მანქანური სწავლების ამოცანებსა და ხელოვნურ ინტელექტს მოემსახურება. პირველი მობილური პორცესორი გამოყოფილი მანქანური სწავლების ბლოკით უკვე წარმოადგინა Huawei-მ, თავის ფლაგმანურ Mate 10 და Mate 10 Pro სმარტფონებისთვის. რა თქმა უნდა კომპანია Apple-მაც წლევანდელი ფლაგმანები iPhone X/8 Plus/8 – A11 Bionic ჩიპით აღჭურვა, რაც იგივე ამოცანებს ემსახურება. თუ რა ფუქნციებისთვის გამოიყენებს Samsung მანქანური სწავლების ტექნოლოგიებს ჯერ უცნობია. თუ ჭორებს დავუჯერებთ Galaxy S9 მიიღებს მომხმარებლის სახის 3D სკანერს, რომელიც iPhone X-ის მსგავსად იმუშავებს და შესაძლოა მისი მუშაობა სწორედაც ნეირონული ქსელებით განხორციელდეს. ზაფხულში Qualcom-მა გამოუშვა Snapdragon Neural Processing Engine, რომელიც შესაძლოა ახალ Snapdragon 845 ჩიპსეტშიც კი ვიხილოთ.
წინა სტატიაBitcoin Gold გამოეყო Bitcon-ს
შემდეგი სტატიაGoogle Pixel 2 და Pixel 2 XL – Custom ROM-ების მოყვარულებისთვისაა შექმნილი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი