მაიკროსოფტმა ოფიციალურად მოხსნა წარმოებიდან Xbox-ის მოძრაობის დეტექტორი/კონტროლერი Kinect. უკონტაქტო სენსორული მართვის სისტემამ არ გაამართლა კომპანიის მოლოდინები. 2010 წელს ის ძალიან დიდი წარმატებით გაეშვა და 2011 წელს ის გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც ყველაზე “დატაცებადი” მოწყობილობა. Kinect-ის გაყიდვები მნიშვნელოვნა დაეცა და საბოლოო ჯამში 7 წლის განმავლობაში 25 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

ამ დროის განმავლობაში Microsoft რამდენიმეჯერ შეეცადა მისი პოპულარობა გაეზარდა. ზოგიერთი კამპანია წარმატებულიც იყო და მოწყობილობა არა მხოლოდ გეიმერებს, არამედ სხვა სფეროსა და სპეციალობის ადამიანებსაც კი გამოადგა, თუმცა მეინსტრიმში მისი დამკვიდრება ვერ მოხერხდა. ბოლო მცდელობა მისი პოპულარიზაციისთვის Xbox One-ში მისი დამატებით აქსესუარად გაჩუქება იყო, მაგრამ ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ ის ისევ ამოიღეს კომპლექტიდან.

მიუხედავად ასეთი დასასრულისა Kinect-ს მაინც ვერ ვუწოდებთ ტოტალურ დამარცხებას და ეს არაკორექტულიც იქნება. ამ ტექნოლოგიის წყალობით კომპანიამ დიდი ნაბიჯები გადადგა სხვა მიმართულებებით. იგივე HoloLens, Windows Mixed Reality და ნოუთბუქები Windows Hello-თი იყენებენ ტექნოლოგიებ, რომლებიც აღნიშნული კონტროლერიდანაა ნასესხები. გარდა ამისა ის გახდა ბევრი სხვა კომპანიისთვის შთაგონების წყარო და თუნდაც Apple-ის Face ID-სკანერიც კი სახის ამოცნობას Kinnect-ის ანალოგიური ტექნოლოგიით აკეთებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Kinnect-ის შემქმენლებმა კომპანიიდან PrimeSense შექმნეს Apple-ის ახალი იდენტიფიკაციის ტექნოლოგია, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა რაც უკანასკნელი კომპანია Apple-მა 2013 წლის ნოემბერში შეიძინა.

 

წინა სტატიაFace ID-ის სიზუსტე შესაძლოა წარმოების აჩქარების მიზნით შემცირდეს
შემდეგი სტატიაGoogle-ის ინჟინერმა iOS-ში საშიში მოწყვლადობა აღმოაჩინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი