The Verge-ისა და კონსალტინგ კომპანიის Reticle Research-ის კვლევის თანახმად Apple-ის სანდოობა Facebook, Microsoft, Google-სა და Amazon-ს შორის შუა პოზიციას იკავებს. ამერიკელების ლოიალობის მაჩვენებლებით Apple სერიოზულად ჩამოუვარდება Amazon-ს და Google-ც კი მასზე უკეთეს მდგომარეობაშია.

გამოკითხვაში მონაწილეობა 1520-მა ადამიანმა მიიღო, რომელიც ამერიკას ნაციონალურ დონეზე წარმოადგენს. მიღებული მონაცემები მეტყველებენ იმაზე, რომ Apple მიუხედავად იმისა, რომ არის გავლენიალი ძალა ინდუსტირაში, ხალხში ნაკლებად პოზიტიურ გრძნობებს იწვევს და ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად ნეგატიურსაც.

კითხვაზე “რამდენად მოგწონდ Apple-ის პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობა” მათ ყველაზე ნაკლები შეფასება მიიღეს ხუთ ტექნოლოგიურ კომპანიაშ შრის, როგორიცაა Amazon, Apple, Google, Facebook და Microsoft.

ნდობის საკითხებშიც Apple-მა ვერ გადალახა შუა პოზიცია. მომხმარებლები ყველაზე მეტად Amazon-ს ენდობიან, რაც ბუნებრივიცაა, რადგანაც კომპანია ყველგან არის ხელმისაწვდომი და რაც მთავარია არც ისე ძვირად ღირებულ პროდუქციას თავაზობს მყიდველს. მიუხედავად ყველაფრისა Apple-მა Google-ზე ნაკლები ნდობა მოიპოვა, რომელიც მომხმარებლებისგან მონაცემებს აგროვებს მათზე შემდგომში რეკლამის მიყიდვის მიზნით. Apple-მა მხოლოდ Facebook-ისა და Twitter-ის დამარცხება შეძლოლო.

წინა სტატიამომხმარებლები არ ჩქარობენ Windows 10 Creators Update-ზე განახლებას
შემდეგი სტატიაiPhone X-ის FaceID სკანერი იდენტურ ტყუპებთან უძლურია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი