კომპანია Razer პირველ რიგში გეიმერულ აქსესუარებთან ასოცირდება, თუმცა მათ სმარტფონის გამოშვება გადაწყვიტეს, რომელიც რა თქმა უნდა მობილური გეიმერებისთვის არის განკუთვნილი. აპარატმა მარტივი სახელი Razer Phone მიიღო და გარეგნულად ღრუბლოვან სმარტფონს Nexbit Robin-ს გავს, რომელიც კომპანიამ წლის დასაწყისში შეიძინა. Phone უძლიერესი ტექნიკური მონაცემებითაა აღჭურვილი, თუმცა მისი მთავარი ღირსება 120 ჰერციანი ეკრანია.

გამომდინარე გეიმინგზე ორიენტაციიდან მწარმოებელმა აქცენტი გრაფიკულ მონაცემებზე გადაიტანა. პირველი რა თქმა უნდა გამოსახულებაა. სამრტფონს 5,72 დიუმიანი Ultamotion ეკრანი აქვს და ის IGZO ტექნოლოგიითაა დამზადებული. გარჩევადობა 2560×1440 წერტილია და გაახლების სიხშირე 120 ჰერცს შეადგენს. გარდა ამისა Razer Phone-ს Qualcomm Qsync ტექნოლგოგიის მხარდაჭერა აქვს, რაც ანალოგიურია NVIDIA G-SYNC და AMD FreeSync სისტემებისა.

რა თქმა უნდა 120 ჰერცზე მუშაობა მძალვრ პროცესორს მოითხოვს, რასაც მშვენივრად ართმევს თავს Qualcomm Snapdragon 835 – 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით. პარამეტრებში მომხმარებელს შეუძლია ხელით მიუთითოს 60 – 90 ან 120 ჰერცი. რაც უფრო მეტია ეს მნიშვნელობა მით უფრო სუფთაა გამოსახულება თუმცა ეს ავტომნომიურობის ხარჯზე ხდება.

Razer გვპირდება, რომ ისეთი თამაშები როგორიცაა: Final Fantasy XV Pocket Edition, Lineage 2: Revolution, Runescape, Tekken and Titanfall: Assault ძალიან მალე მიიღებენ სპეციალურ განახლებას 120 ჰერციანი რეჟიმისთვის.

გაჯეტი არ ითვალისწინებს თნამედროვე ტრენდს ეკრანის ჩარჩოებთან მიმართებაში და მას ისევე როგორც ზევიდან ასევე ქვევიდანაც აქვს დიდი ჩარჩოები აქვს, რაც მას უფრო მოხერხებულს ხდის გეიმინგისთვის. კიდევ ერთი უპირატესობა დიდ ჩარჩოებს აუდიოსთვის აქვს, რაც სტერეო დინამიკებში გამოიხატება. სამრტფონში ყოველ დინამიკს დამოუკიდებელი გამაძლიერებელი აქვს და ის THX-ის სერტიფიკატს ფლობს. გარდა ამისა Razer Phone-ს აქვს მოცულობითი Dolby Atmos-ის მხარდაჭერა, რომელიც კონტენტის შესაბამის პრესეტებს ირჩევს.

თამაშების ენერგომოხმარებიდან გამომდინარე Razer-მა 4000 მილიამპერიანი აკუმლატორი დააყენა სიახლეში და Qualcomm Quick Charge 4+ ტექნოლოგიაც, თუმცა ავტონომიურობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

Razer Phone მეტალის კორპუსშია მოთავსებული და მართკუთხა ფრომა აქვს. სმარტფონი მხოლოდ შავი ფერის იქნება და მას მხოლოდ ერთი USB Type-C პორტი აქვს ქვედა ნაწილში. მარჯვნივ არის ჩართვის ღილაკი თითის ანაბეჭდების სკანერით, ხოლო მეორე მხარეს ხმის აწევ-დაწევის ღილაკებია მხოლოდ განთავსებული.

ტექნიკური მონაცემები:

  • 5,72-დიუმიანი IGZO-ეკრანი, 2560х1440 გარჩევადობითა და 120 ჰერცი სიხშირით. Corning Gorilla Glass 3;
  • 8-ბირთვიანი პროცესორი: Qualcomm Snapdragon 835;
  • 8 ოპერატიული მეხსიერება LPDDR4 1 866 მჰც;
  • 64 ჩაშენებული მეხსიერება: UFS;
  • microSD-ბარათების სლოტი: 2 ტბ;
  • ორმაგი მთავარი კამერა: 12 მპ, f/1,75 + 12 მპ, f/2,6;
  • 8-მეგაპიქსელიანი სელფი კამერა: f/2,0;
  • აკუმლატორი 4 000 მა/სთ, Quick Charge 4+;
  • სტერეო დინამიკები Dolby Atmos;
  • თითის ანაბეჭდების სკანერი;
  • უკებელო ქსელები: Wi-Fi 802.11ac, Bluetooth 4.2, NFC;
  • 4G LTE;
  • სისტემა: Android 7.1 Nougat (განახლდება Android Oreo-მდე 2018 წლის დასაწყისში);
  • ზომები: 158,5 x 77,7 x 8 მმ;
  • წონა: 197 გ.

Razer Phone-ის ორი ვერსია გამოვა: სტანდარტული და სპეციალური. განსხვავება ვიზუალური იქნება და მეორეს კომპანიის ლოგო მწვანე ფერად ექნება დატანილი.

Razer Phone გაყიდვაში 17 ნოემბერს შემოვა და მისი ფასი 699$ იქნება.

1 კომენტარი

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here