Samsung-მა პირველი ბეტა ვერსიები გამოუშვა Android 8.0 Oreo-თვის Galaxy S8 და S8 Plus-ზე, რა თქმა უნდა Galaxy Experience 9.0 ვერსიასთან ერთად. განახლება უკვე ხელმისაწვდომია ამერიკაში, ბრიტანეთში და სამხ. კორეაში. მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე გასინჯერ განახლება უკვე საუბრობენ ახალი ფუნქციებისა და კოსმეტიკური ცვლილებების შესახებ.
Galaxy Experience 9.0-ში შესაძლებელი გახდა შეტყობინებების კონტროლი ცალკეული აპლიკაციებისთვის. ჩაშენებულ ლანჩერს შეუძლია ხატულებზე ხანგრძლივი დაჭერით კონტექსტური მენიუ გამოიტანოს. შეტყობინებების მრიცხველები ქრება მას შემდეგ რაც ზედა პანელიდან გააუქმებთ შესაბამის სტრიქონს, ხოლო გვერდითა Edge მენიუში შეიცვალა ფერები და შრიფტი.
გამოჩნდა აპლიკაციების კლონირების შესაძლებლობა, დაემატა AAC და Sony LDAC-ის მხარდაჭერა Bluetooth მოწყობილობებისთვის, ავტომატურად ითიშება შემომავალი ზარები დიქტაფონით ხმის ჩაწერისას, შესაძლებელია ვიდეოს ვატომატურად განმეორებით ან აჩქარებულად დაკვრა. გარდა ამისა განახლდა Samsung Pay-ს უსაფრთხოება და Knox-ის სამომხმარებლო ინტერფეისი.
განახლების დასაყენებლად საჭიროა Samsung Members აპლიკაციაში რეგისტრაცია და 1,4 გიგაბაიტიანი განახლების გადმოწერა. ახალი სისტემა მხოლოდ წინასწარი ტესტირებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომაც არ არის რეკომენდებული ის თქვენს მთავარ მოწყობილობებაზე გამოიყენოთ მასში შესაძლო შეცდომების გამო.