ქსელში გამოჩდა ინფორმაცია რამდენიმე მყიდველისგან, რომლებიც Google-ის ფლაგმანურ Pixel 2 XL-ის გამო არიან შეშფოთებული. აღმოჩნდა, რომ მათ მოწყობილობებზე საოპერაციო სისტემა საერთოდ არ არის დაყენებული. მოწყობილობის პირველი ჩართვისას მათ ეკრანზე შეტყობინება გამოჩნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ აპარატმა ვერ აღმოაჩინა საოპერაციო სისტემა.

საინტერესორა, რომ Pixel 2 XL-ის ეკრანზე საოპერაციო სისტემის გარეშე გამოდის შეტყობინება სადაც რჩევის სახით წერია, რომ უნდა მიმართოთ Google-ის მხარდაჭერის საიტს, თუმცა იქ ვერ იპოვით ამ პრობლემის მსგავს რამეს და შესაბამისად არ არის პრობლემის მოგვარების გზაც. ერთადერთი საშუალება არის გაჯეტის ახლით ჩანაცვლება, რასაც რამდენიმე დღე და შესაძლოა კვირაც დაჭირდეს.

Google-მა უკვე გააკეთა კომენტარი ამ პრობელმაზე და მათ მოაგვარეს პრობელმა, რომელიც მათი თქმით წარმოების წუნია. შეგახსენებთ, რომ ადრე ზოგიერთმა მომხმარებელმა მიიღო სმარტფონები Google-ისგან, რომლებსაც წარმოების ხარისხის კონტროლი არ ქონდათ გავლილი.

წყაროAndroid Police
წინა სტატიაგანახლებული Tor სრულ ანონიმურობას გვპირდება
შემდეგი სტატიაბიტკასტი – ეპიზოდი 12

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი