Microsoft-ის განახლებების სისტემაში არის ერთი ხვრელი, რისი საშუალებითაც შესაძლებელია ძველი სისტემის Windows 10-მდე უფასოდ განახლება, რომელიც მალე დაიხურება.

Windows 10-ის ანონსის შემდეგ ძველი სისტემების მომხმარებლებს ერთი წლის განმავლობაში შეეძლოთ უფაოდ მიეღოთ უახლესი საოპერაციო სისტემა. 2016 წლის 29 ივლისს განახლება ფასიანი გახდა.

თუმცა 29 ივლისის შემდეგ მომხმარებლებმა აღმოაჩინეს უფასო განახლების მეთოდი. კომპანია მაიკროსოფტი დღემდე უფასოდ აახლებს იმ მომხმარებლების სისტემას, რომლებიც სარგებლობენ შეზღუდული უნარების მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ფუნქციონალით, თუმცა კომპანია ამას არ ამოწმებს სხვა გზებით, ამიტომაც მისით სარგებლობა ნებისმიერს შეუძლია.

მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეს პროცესიც დასრულდება და უნარშეზღუდული მომხმარებლებისთვისაც განახლება ფასიანი გახდება. ამიტომაც ვისაც ჯერ კიდევ არ განგიახლებიათ თქვენი ლიცენზირებული და ლეგალური საოპერაციო სისტემა მე-10-მდე გირჩევთ არ დაკარგოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა.

წინა სტატიაIntel-მა მობილური ARM პროცესორების წარმოება გადაწყვიტა
შემდეგი სტატიარისგან შედგება iPhone X

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი