Reuters-ის შეფასებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ კომპანია Apple ერთი iPhone X-ის წარმოებაზე 357,5 $ ხარჯავს. ასე და ამგვარად მოწყობილობა, რომელიც შტატებში 999 $ ღირს მარჟის გათვალისწინებით 64%-ით ძვირი ღირს, რაც iPhone 8-ის 59%-იანი დამატებით საფასურზე მეტია. სხვა და სხვა გამოთვლებით პროცენტული ნამატი სხვა და სხვა ქვეყნებში საშუალოდ 74%-ს აღწევს.
თუ დავუჯერებთ TechInsghts-ის ექსპერტებს, ზოგიერთი კომპონენტი უფრო ძვირი ღირს ვიდრე მათი ანალოგები iPhone 8-ში. მაგ. 5,8 დიუმიანი უჩარჩოო ეკრანი ახალ ფლაგმანში 65,50 დოლარია განსხვავებით 36 დოლარისა 4,7 დიუმიანი ეკრანისა iPhone 8-ში. ქირურგიული ფოლადის კორპუსი iPhone X-ში დაახლოებით 36 დოლარი ჯდება რაც უფრო ძვირია ვიდრე 21,5 დოლარიანი iPhone 8-ის კორპუსი.
შეგახსენებთ, რომ iPhone 8-გამოსვლის შემდეგ ექსპერტებმა დაითვალეს მისი საწყისი კომპონენტების ფასი, რაც 247,51 დოლარი ჯდება, ხოლო iPhone 8 Plus-ის შემთხვევაში ის 288.08 დოლარამდე იზრდება.