Reuters-ის შეფასებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ კომპანია Apple ერთი iPhone X-ის წარმოებაზე 357,5 $ ხარჯავს. ასე და ამგვარად მოწყობილობა, რომელიც შტატებში 999 $ ღირს მარჟის გათვალისწინებით 64%-ით ძვირი ღირს, რაც iPhone 8-ის 59%-იანი დამატებით საფასურზე მეტია. სხვა და სხვა გამოთვლებით პროცენტული ნამატი სხვა და სხვა ქვეყნებში საშუალოდ 74%-ს აღწევს.

თუ დავუჯერებთ TechInsghts-ის ექსპერტებს, ზოგიერთი კომპონენტი უფრო ძვირი ღირს ვიდრე მათი ანალოგები iPhone 8-ში. მაგ. 5,8 დიუმიანი უჩარჩოო ეკრანი ახალ ფლაგმანში 65,50 დოლარია განსხვავებით 36 დოლარისა 4,7 დიუმიანი ეკრანისა iPhone 8-ში. ქირურგიული ფოლადის კორპუსი iPhone X-ში დაახლოებით 36 დოლარი ჯდება რაც უფრო ძვირია ვიდრე 21,5 დოლარიანი iPhone 8-ის კორპუსი.

შეგახსენებთ, რომ iPhone 8-გამოსვლის შემდეგ ექსპერტებმა დაითვალეს მისი საწყისი კომპონენტების ფასი, რაც 247,51 დოლარი ჯდება, ხოლო iPhone 8 Plus-ის შემთხვევაში ის 288.08 დოლარამდე იზრდება.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მსგავსი შეფასებები მხოლოდ კომპონენტების ფასებს ითვალისწინებს და მხედველობაში არ მიიღება წარმოების, კვლევების, დეველოპმენტის, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის და მარკეტინგის ხარჯები.
წინა სტატიარისგან შედგება iPhone X
შემდეგი სტატიაბიორკი ბლოკჩეინ ალბომს გამოუშვებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი