იმისათვის, რომ მოვატყუოთ Face ID და განვბლოკოთ iPhone X (მათ შორის მოვახდინოთ გადახდები) თქვენ საერთოდ არ გჭირდებათ ტექნიკური ცოდნა და ხრიკები – საჭიროა მხოლოდ 13 წლის ბავში, რომლის სახე ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა ბოლომდე.

Apple-ის ტექნიკუი დოკუმენტში აღნიშნულია, რომ Face ID მილიონიდან ერთ შანსს უშვებს იმისა, რომ განსხვავებული სახე შეძლებს iPhone X-ის განბლოკვას. გამონაკლისს წარმოადგენს ტყუპები და ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან გვანან ერთმანეთს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პრეზენტაციაზე ერთ ძალიან სერიოზული პრობლემა დაგვიმალეს.

13 წლამდე ბავშვებიც რისკს წარმოადგენს, რადგანაც მათი სახის ნაკვთები ჯერ კიდევ არ არის ცამოყალიბებული Face ID-თან სამუშაოდ. თუ ეს პრობლემას წარმოადგენს გირჩევთ ჩვეულებრივი პაროლი გამოიყენოთ – ამბობს Apple.

ქიუ ამარს უნდოდა ახლოდან გაეცნო დედის iPhone X …

აღმოჩნდა, რომ ბავშვს ერთი ცდით შეეძლო დედის სმარტფონის განბლოკვა, რომელიც თითქოს შემთხვევითობა იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა მიუხედავად იმისა, რომ ამარი მამას უფრო გავს და მისი სახე ზომითაც კი პატარაა.

“თავიდან ეს სახალისოც კი იყო, მაგრამ მერე არც ისე – თქვა მამამ ინტერვიუში. – მე და ჩმი მეუღლე ერთმანეთ ბევრ რამეს ვწერთ, რაც ბავშვმა არ უნდა ნახოს. ახლა ჩვენ შეტყობინებების წაშლა მოგვიწევს”

ასე და ამგვარად გაირკვა, რომ ზოგიერთ ბავშვს შეუძლია მარტივად მიიღს მშობლების iPhone-ზე წვდომა, ასევე გაიაროს ავტორიზაცია გადახდისას. ასე რომ iPhone X უნდა გადაუმალოთ ბავშვებს და მისით სრულად ვერ ისარგებლებენ ტყუპები, რის შესახებაც უკვე დავწერეთ.

 

წინა სტატიაiPhone X-ის მფლობელები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ
შემდეგი სტატიაOne Plus 5T – ოფიციალურად წარმოადგინეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი