კომპანია OnePlus-მა ნიუ-იორკში ოფიციალურ პრეზენტაციაზე ახალი ფლაგმანი 5T წარმოადგინა. გასული წლის მსგავსად მათ არსებული მოდელის გაუმჯობესებული ვერსია წარმოადგინეს. თანამედროვე ტრენდების მიხედვით 5T-ში ე. წ. უჩარჩოო დიზაინია გამოყენებული. განახლებული გარეგნობა არ არის ერთადერთი რითაც სიახლე ჩვეულებრივი OnePlus 5-ისგან განსხვავდება.
დავიწყოთ ეკრანით, რომელიც 6 დიუმიანი AMOLED პანელია 2160×1080 გარჩევადობისაა და 18:9-ზე შეფარდება აქვს. თხელი ჩარჩოების წყალობით ფაქტიურად ძველი მოდელის გაბარიტები შენარჩუნდა, რომელსაც 5,5 დიუმიანი ეკრანი აქვს. ახალ დიზაინს შეეწირა Home ღილაკი, ხოლო თითის ანაბეჭდების სკანერი უკანა პანელზე გადავიდა.
მეორე ცვლილება ორიგინალისგან მთვარ კამერაშია, რომელიც ძველებულად ორმაგია და 16-20 მეგაპიქსელიანი სენსორებისგან შედგება. 5T-ში 20 მეგაპიქსელიან კამერას f/1,7 დიაფრაგმა აქვს და დაბალი განათების პირობებში იღებს.
რა თქმა უნდა არის სახით განბლოკვის ფუნქციაც, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია.
ამით OnePlus 5T-ის განმასხვავებელი თავისებურებები სრულდება და დანარჩენი მონაცემებით ის წინამორბედის იდენტურია.