კომპანია Intel-მა UEFI Plugfest 2017-ზე ტაიბეიში BIOS-ზე სრული უარი განაცხადა. 2020 წლისთვის კომპიუტერები და სერვერები UEFI Class 3-ზე გადავა, რომელშიც არ იქნება მოძველებულ CSM რეჟიმის მხარდაჭერა თავსებადობისთვის. ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ამას დადებითი და ასევე უარყოფითი შედეგები ექნება.

UEFI Calss 3-ზე გადასვლა კომპუტერების უსაფრთხოებას გააძლიერებს, რადგანაც მასში მუდმივად იქნება ჩართული Secure Boot რეჟიმი. თუმცა მომხმარებლები ვერ შეძლებენ 16-ბიტიანი საოპერაციო სისტემების გაშვებას, რომლებიც ჯერ კიდევ გამოიყენება გარკვეული ტიპის სერვისულ აპლიკაციებში და BIOS-ის განახლებებისთვის. კიდევ ერთი საოპერაციო სისტემა, რომელიც ვერ იმუშავებს CSM-ის გარეშე არის 32 ბიტიანი Windows 7.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როგორი რეაქცია ექნება AMD-სა და მისთვის დედაპლატების მწარმოებლებს Intel-ის გადაწყვეტილებაზე.

 

წინა სტატიაiPhone X-ს საღებავი ძვრება
შემდეგი სტატიაGoogle მომხმარებლების უკანონო თვალთვალში დაადანაშაულეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი