როგორც ცნობილი გახდა კომპანია Google საიდუმლოდ უთვალთვალებდა Android-ის მომხმარებლებს მაშინაც კი, როცა მათ მოწყობილობებზე ლოკაციის სერვისები გამოირთული იყო. ინფორმაცია მაშინაც კი იგზავნებოდა თუ მომხმარებელი გამორთავდა სერვისების გაუმჯობესებისთვის მონაცემების გაგზავნას. Android სმარტფონები კოორდინატებს მომდებარე მობილური ქსელის ანძების საშუალებით ადგენდა და აგზავნიდა Google-ში. კორპორაციაში უკვე გააკეთეს კომენტარი ამასთან დაკავშირებით:

“მიმდინარე წლის იანვარში ჩვენ დავიწყეთ Cell ID კოდების გამოყენების შესწავლა დამატებითი სისწრაფისა და სიზუსტისათვის შეტყობინებების მიწოდებისთვის. მიუხედავად ამისა ჩვენ არასდროს არ შეგვიყვანია Cell ID ჩვენი ქსელური სინქრონიზაციის პროტოკოლში და შესაბამისად ეს ინფორმაცია ავტომატურად იშლებოდა. ჩვენ განვაახლეთ ტექნოლოგია და უკვე არ ვითხოვთ საბაზისო სადგურების ნომრებს” – განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

ამბობენ, რომ კომპანიას წვდომა აქვს ცალკეული მომხმარებლების ადგილმდებარეობასთან და მოძრაობასთან, რაც კონფიდენციალურობის წესებს არღვევს. კომპანიამ არ დააზასტა თუ რანაირად აუმჯობესებს გაჯეტის ადგილმდებარეობა შეტყობინებების მიწოდების პროცესს. მომხმარებლები დარწმუნებული არიან იმაში, რომ Google-მა დაარღვია მათი კონფიდენციალურობა და ის ფაქტიც, რომ მონაცემები დაშიფრული იყო არ გამორიცხავს ამ ინფორმაციის გაჟონვას სხვა პირებთან. გარდა ამისა Android სმარტფონები ლოკაციას SIM ბარათის გარეშეც აგზავნიდნენ, როცა მოწყობილობა მხოლოდ Wi-Fi ქსელში იყო.

სავრაუდოდ იგივე პრობლემა iOS საოპერაციო სისტემასაც შეიძლება ქონდეს, მაგრამ ამის დადგენა მისი დახურულობიდან გამომდინარე საკმოდ რთულია. ასევე რთულია დადგინდეს რა ინფორმაცია იგზავნება Apple-ის სერვერებზე, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ყოველ ჯერზე მაღალი კონფიდენციალურობის გარანტიას გვპირდება.

წინა სტატიაIntel შეწყვეტს BIOS-ის მხარდაჭერას 2020 წლიდან
შემდეგი სტატიაახალი iMac Pro-ში ARM პროცესორიც იქნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი